ვალერიან დათუკიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვალერიან იოსების ძე დათუკიშვილი (დ. 15 ივნისი, 1922, სოფ. არბოშიკი, ახლანდ. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, — გ. 21 მაისი, 2011, თბილისი) — ქართველი ეკონომისტი. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1970).

II მსოფლიო ომის მონაწილე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიური ფაკულტეტი (1946). 1953–1960 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს ზოოტექნიკურ–სავეტერინარო ინსტიტუტის, ხოლო 1983–1991 წლებში — საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პოლიტეკონომიის კათედრებს; 1960–1983 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტეკონომიის კათედრის დოცენტი, პროფესორი. შეთავსებით მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტში მთავარ მეცნიერ თანამშრომლად, განყოფილების გამგედ (1991–2005). მისი სამეცნიერო შრომები ეხება პოლიტეკონომიისა და მრეწველობის ეკონომიკის პრობლემებს. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2000).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]