საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტი
სსრკ სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტი — შეიქმნა საქართველოს ცენტრალური ზოოტექნიკური სადგურის (1927), საქართველოს ვეტერინარიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (1929) და საქართველოს ზოოვეტერინარული ინსტიტუტის (1932) ბაზაზე 1959 წელს. ამზადებდა ზოოინჟინრებსა და ვეტექიმებს. ინსტიტუტში ტარდებოდა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა მეცხოველეობის, ვეტერინარიის და საკვებწარმოების დარგში.ინსტიტუტში იყო 5 ფაკულტეტი: ზოოსაინჟინრო, სავეტერინარო, დაუსწრებელი სწავლების, კვალიფიკაციია ამაღლებისა საზოგადოებრივი პროფესიათა. ფუნქციონირებდა 2 სამეცნიერო სექტორი: ზოოტექნიკისა და სავეტერინარო. აგრეთვე სახელშეკრულებო თემატიკის სამეცნიერო-კვლევითი სექტორი. მეცნიერების კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მიმნიჭებელი საციალიზებული 2 სამეცნიერო საბჭო. ასპირანტურა, 24 კათედრა, 29 განყოფილება — ლაბორატორია, 4 კაბინერი, ბიბლიოთეკა (347 ათ-ზე მეტი წიგნადი ფონდი), 3 მუზეუმი, სპორტული კომპლექსი, გლდანის ექსპერიმენტული ბაზა. სამტრედიის, გულრიფშისა და წითელ წყაროს (ამჟამად დედოფლისწყარო) საყრდენი პუნქტები; ქიმიო-თერაპიული და ბიოლოგიური პრეპარატების ექსპერიმენტული ქარხანა. სასწავლო-ექსპერიმენტული მეურნეობა (1,5 ათ ჰა-მდე სახნავი ფართობი, 1250 მსხვილ რქოსანი საქონელი. მათ შორის 350 ფური, 7500 ცხვარი, 400 ღორი, 20 ათ. ფრთა ფრინველი). არსებობის მანძილზე ინსტიტუტმა მოამზადა 4501 ზოოინჟინერი, 3978 ვეტექიმი. ინსტიტუტი უშვებს „სამეცნიერო შრომებს“. 1983 წელს ინსტიტუტი დაჯილდოვდა „საპატიო ნიშნის“ ორდენით. 1999 წელს ეწოდა საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო აკადემია, 2003 წელს — საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო უნივერსიტეტი. 2011 წელს გარდაიქმნა საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აგლაძე გ., კაპანაძე კ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 173-174.