ვაგაი
იერსახე
| ვაგაი რუს. Вагай | |
|---|---|
| ქვეყანა |
|
| ტერიტორიული ერთეულები | ტიუმენის ოლქი |
| მარცხენა შენაკადები | აშლიკი |
| სათავე | 56°32′42″ ჩ. გ. 67°11′33″ ა. გ. / 56.54500° ჩ. გ. 67.19250° ა. გ. |
| შესართავი |
ირტიში 57°58′34″ ჩ. გ. 68°59′24″ ა. გ. / 57.97611° ჩ. გ. 68.99000° ა. გ. |
| სიგრძე | 555 კმ |
| აუზის ფართობი | 23 ათ. კმ² |
| მდინარის სისტემა | ირტიში → ობი → კარის ზღვა |
| წყლის ხარჯი (საშ.) | 20,6 მ³/წმ |
|
| |
ვაგაი (რუს. Вагай) — მდინარე რუსეთში, ტიუმენის ოლქში; ირტიშის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 555 კმ, აუზის ფართობი 23 ათ. კმ². მიედინება დასავლეთ ციმბირის ვაკის სამხრეთ ნაწილში. უმთავრესად იკვებება თოვლის წყლით. გაზაფხულზე იცის ძლიერი წყალდიდობა, ზაფხულში მარჩხი ხდება. წყლის საშუალო წლიური ხარჯია 20,6 მ³/წმ სოფელ ჩერნოესთან,[1] 8,23 მ³/წმ სოფელ ნოვოვიიგრიშნაიასთან.[2] იყინება ნოემბრის დასაწყისში, ლღვება აპრილის შუა რიცხვებში. მთავარი შენაკადია აშლიკი (მარცხენა). სანაოსნოა ქვემო დინებაში. ხეობა მჭიდროდაა დასახლებული. ვაგაის შესართავში (დღ. ერმაკის ყურეში) დაიღუპა ერმაკ ტიმოთეს ძე.[1][2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Вагай // Большая российская энциклопедия. т. 4. — М., 2006. — стр. 490.
- 1 2 Вагай // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 4 — М., 1971.