ექიურიდები
იერსახე
ექიურიდები | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Urechiscaupo | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Echiuroidea | ||||||||||||
|
ექიურიდები (ლათ. Echiuroidea) — უხერხემლო ცხოველთა კლასი რგოლოვანი ჭიების ტიპისა. მათი 1-იდან 20 სმ-მდე სიგრძის ტომრისებური სხეული გრუნტშია ჩაფლული. სხეულის წინა ბოლოზე აქვთ 1 მ-მდე სიგრძის, ზოგჯერ ორლაპოტიანი მოძრავი ხორთუმი, რომლის წინა კიდეზე გრძნობის ორგანოებია განლაგებული (ზოგჯერ ისინი თავდაცვის ფუნქციას ასრულებენ). ხორთუმს აქვს რეგენერაციის უნარი. სქესმწიფე ექიურიდების სხეული დაუნაწევრებელია. სეგმენტაციის ნიშნები მხოლოდ ლარვულ სტადიაში აქვთ შერჩენილი. ექიურიდების ზოგ წარმომადგენელს (ბონელიას გვარისა) მკაფიოდ აქვს გამოხატული სქესობრივი დიმორფოზმი. ექიურიდების კლასში 70-მდე სახეობაა, რომლებიც ოკეანის ღრმა ფენებში ბინადრობენ.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 250.