ბონელია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბონელია (Bonellia), უხერხემლო ცხოველების გვარი ექიურიდების კლასისა. შეიცავს რამდენიმე სახეობას. საინტერესოა მწვანე ბონელია (Bonellia viridis), დედალს აქვს 7 სმ-მდე სიგრძის ცილინდრული სხეული; მამალი 1-3 მმ არ აღემატება და პარაზიტის სახით დედლის სასქესო ორგანოების სავალებში ბინადრობს. გავრცობილია ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ნაწილში და ატლანტის ოკეანეში ევროპის სანაპიროებზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]