შინაარსზე გადასვლა

ექიმი ჟივაგო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ექიმი ჟივაგო
ჟანრი ისტორიული, რომანტიკული რომანი
ავტორი ბორის პასტერნაკი
მშობლიური ენა რუსული
დაწერილია 1945-1955
დაწერის ადგილი სსრკ
გამოცემულია 15 ნოემბერი 1957
ქართულად თარგმნა 2007

ექიმი ჟივაგობორის პასტერნაკის ყველაზე განთქმული რომანი. გამოიცა იტალიაში 1957 წელს. მის გამო პასტერნაკს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში.

პასტერნაკმა 1945 წელს დაიწყო რომანის წერა და 1955 წელს დაასრულა. პასტერნაკი რომანის სათაურის სხვადასხვა ვერსიებს განიხილავდა, მათ შორის იყო „ახალი კეთილშობილების ნორმები“, „სიკვდილი არ იქნება“, „ბიჭები და გოგონები“, „რინვა“, „რუსი ფაუსტის გამოცდილება“, „მიწიერი ჰაერი“, „ცოცხლები, მკვდრები და მკვდრეთით აღმდგარნი“. საბოლოო ვარიანტი მან 1955 წლის შემოდგომაზე შეარჩია. საბჭოთა გამომცემლობა „ნოვი მირი“ აპირებდა მხოლოდ სამი ათასიანი ტირაჟით გამოეცა რომანი, რათა ის მასობრივად ხელმისაწვდომი არ ყოფილიყო და ამასთან, ვერავის ეთქვა, რომ პასტერნაკს ბლოკავენ. მაგრამ 1956 წლის სექტემბერში გამომცემლობამ საბოლოოდ თქვა უარი რომანის დაბეჭდვაზე.

პასტერნაკმა ხელნაწერი გადასცა 1956 წელს საბჭოთა კავშირში ვიზიტად მყოფ იტალიის კომპარტიის წევრ სერჯო დ'ანჯელოს. ამ უკანასკნელმა რომანი 1957 წელს იტალიაში, იტალიურ ენაზე გამოაქვეყნა. საბჭოთა პრესის მძაფრი კრიტიკა გამოიწვია მისმა გამოქვეყნებამ. პასტერნაკი აიძულეს1958 წელს რომანისათვის მინიჭებულ ნობელის პრემიაზე უარი ეთქვა. „ექიმი ჟივაგო“ საბჭოთა კავშირში მხოლოდ 1988 წელს გამოქვეყნდა. რუსულად რომანი გამოქვეყნდა 1958 წლის 24 აგვისტოს ნიდერლანდებში.

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ნიჭიერი და პატიოსანი ინტელელექტუალის, ექიმი ჟივაგოს ცხოვრების ფონზე აღწერილია რუსეთში 1905 წლიდან 1920-იან წლებამდე მომხდარი კატაკლიზმები. რომანის პირველი წიგნი მოიცავს დროს 1903 წლიდან 1914 წლამდე. მეორე წიგნი კი სრულდება დიდი სამამულო ომით.

  • ბორის პასტერნაკი, ექიმი ჟივაგო— თბილისი, „ინტელექტი“, 2007, ISBN 978-99940-932-4-3
  1. Blomfield, Adrian (10 May 2006). „Dr Zhivago's tale returns with a Russian treatment“. The Telegraph.