შინაარსზე გადასვლა

ექიმბაშობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ექიმბაში“, მხატვარი იან ვიქტორსი (დაახლ. 1635, ბუდაპეშტის სახვითი ხელოვნების მუზეუმი)

ექიმბაშობა — კანონით აკრძალული სამედიცინო საქმიანობა — ექიმობა, როდესაც მკურნალს არა აქვს ოფიციალური სამედიცინო განათლება და სამკურნალოდ იყენებს მეცნიერულ საფუძველს მოკლებულ საშუალებებსა და ხერხებს, რასაც ხშირად თან ახლავს სხვადასხვა შელოცვა და რიტუალი.

ექიმბაშობას დიდი ხნის ისტორია აქვს. ექიმბაშები დაავადების გამომწვევ მიზეზად ავ სულებს მიიჩნევდნენ. დროთა განმავლობაში ექიმბაშობა გამოეყო ხალხურ მედიცინას. იგი ხელობად, ექიმბაშის გამდიდრების წყაროდ იქცა, რომელიც მეცნიერული და ხალხური მედიცინისაგან ნასესხები მკურნალობის სხვადასხვა ხერხსა და პრიმიტიული წესით დამზადებულ წამლებს ეფუძნება და უსარგებლო, ხშირად კი მავნე და დანაშაულებრივ თაღლითობად იქცევა. თანამედროვეობაში ექიმბაშობა სხვადასხვა სახით კვლავ იჩენს ხოლმე თავს. იგი უაღრესად უარყოფითი და არქაული მოვლენაა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი უკანონო საექიმო ან ფარმაცევტული საქმიანობისათვის ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]