ერმიტაჟის სახელმწიფო მუზეუმის მოხალისეების ცენტრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ერმიტაჟის სახელმწიფო მუზეუმის მოხალისეების ცენტრი“ (რუს. Служба волонтёров Государственного Эрмитажа) — ერმიტაჟის სახელმწიფო მუზეუმის პროგრამა. აერთიანებს რუს და უცხოელ სტუდენტებს, რომლებსაც აძლევს შესაძლებლობას, უკეთ გაეცნონ მუზეუმის საქმიანობას და მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა პროექტების მომზადებასა და განხორციელებაში.

მისია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოხალისეების ცენტრის მისია არის პასუხისმგებლობის გრძნობის გაზრდა კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისათვის. ძირითადი მისია – ახალგაზრდებს გააცნოს საერთაშორისო კულტურა და მემკციდრეობა, ერმიტაჟის სახელმწიფო მუზეუმის საერთაშორისო კოლექციის მეშვეობით. მოხალისეების პროგრამის მიზანია ახალგაზრდა თაობაში პასუხისმგებლობის გრძნობის გაზრდა, კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის გაცნობიერება და მისი გადარჩენა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოხალისეების ცენტრის შექმნა უკავშირდება სანქტ-პეტერბურგის 300 წლის იუბილეს. მიხეილ კოჟუხოვსკიმ შესთავაზა მუზეუმის ადმინისტრაციას, შეექმნათ მოხალისეების ცენტრი, რომელიც მუზეუმს დაეხმარებოდა სხვადასხვა აქტივობაში[1]. მან აგრეთვე დაიწყო შერჩევა ახალგაზრდების, რომლებსაც ჰქონდათ გამოცდილება სასწავლო პროგრამების შექმნაში და სურდათ მონაწილეობის მიღება პროექტში. 2003 წლის 23 მაისს[2], მოხალისეები უნიფორმებით, პირველად შევიდნენ ერმიტაჟის მუზეუმში, რომ დახმარებოდნენ მუზეუმს სხვადასხვა საქმიანობაში. მიხეილ კოჟუხოვსკი დაინიშნა ახალი მოხალისეების ცენტრის ხელმძღვანელად[3].

გუნდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროგრამას მუდმივად ჰყავს ახალი მოხალისეები. სტუდენტები და თანამშრომლები რუსეთიდან და უცხოეთიდან თანამშრომლობენ მუზეუმის გაუმჯობესებაზე. დღესდღეობით ცენტრში ჩართულია მოხალისეები მთელი მსოფლიოდან - რუსეთის, შვეიცარიის, ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის, საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის, პოლონეთის, რუმინეთის, თურქეთის, ლიბანის, ბრაზილიის და სხვა ქვეყნების ჩათვლით[4]. პროგრამაში მონაწილეობენ ლინგვისტები, ხელოვნებათმცოდნეები, ჟურნალისტები, მასწავლებლები და პროფესიონალები, რომლებიც არ არიან დაკავშირებული კულტურის სფეროსთან. მას შემდეგ, რაც მოხალისეები ტოვებენ ცენტრს, მათი უმრავლესობა აგრძელებს კონტაქტს ცენტრთან და თანამშრომლებთან. ცენტრი მუდმივად ეხმარება მუზეუმის დეპარტამენტებს და ქმნის სხვადასხვა სახის პროექტებს, რაც მოხალისეებს აახლოვებს მუზეუმის თანამშრომლებთან.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2003 წლის 23 ნოემბერს, სანქტ-პეტერბურგის გამგეობის ორგანიზებით, ერმიტაჟის მუზეუმის მოხალისეების ცენტრს გადაეცა საპატიო ჯილდო. ღონისძიების მიზანი იყო მუზეუმის ახალგაზრდა მოხალისეობრივი მოძრაობის წახალისება და ცნობიერების ამაღლებამოხალისეობრივ აქტივობებზე და პროექტებზე. 150 მონაწილეო ორგანიზაციას შორის საუკეთესოებს გადაეცა დიპლომები და პრიზები. საპატიო დიპლომი და ბრინჯაოს ქანდაკება „პატარა პრინცი“ გადაეცა მოხალისეების პროგრამის კოორდინატორ მიხეილ კოჟუხოვსკის.

აქტივობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვემოთ ჩამოთვლილია აქტივობები, რომლებშიც მოხალისეებმა მიიღეს მონაწილეობა:

  • მუზეუმის სტუმრების მიღება და დახმარება, ბილეთების შემოწმება და ინფორმაციის მიწოდება
  • სამეცნიერო პროგრამაში მონაწილეობა: კონსერვაცია-რესტავრირება, არქეოლოგიური ექსპედიციები, არტიფაქტების კლასიფიკაცია-მენეჯმენტი.
  • მუზეუმის პუბლიკაციების მომზადება
  • ახალი კომუმუნიკაციური ტექნოლოგიების დანერგვა და დიზაინის შექმენა მულტი-მედია პროექტებისთვის
  • დახმარება სემინარეებისა და საერთაშორისო კონფერენციების ორგანიზებაში
  • სხვადასხვა მასალის თარგმნა
  • უცხოური ენების სწავლება
  • დახმარების გაწევა გამოფენების ორგანიზებისას

პროექტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

WHY (World Heritage & Youth)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

World Heritage & Youth“ (WHY) არის მოხალისეების ცენტრის პროექტი, რომლის მთავარი მიზანია ტრადიციების მნიშვნელობის ფოკუსირება. პროგრამა ითვალისწინებს მოხალისეების სხვადასხვა პროექტებსა და კონფერენციებში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებში ჩართვას. ერთ-ერთი მაგალითია დებატები ოხტის ცენტრის კონსტრუქციაზე, ერთ-ერთი ყველაზე გაკრიტიკებული შენობის ესკიზი თანამედროვე სანქტ-პეტერბურგში. მოხალისეების უმრავლესობა უარყოფით არის განწყობილი პოტენციური კონსტრუქციისადმი.

2009 წლიდან ერმიტაჟის სახელმწიფო მუზეუმი ორგანიზებას უწევს საზაფხულო უნივერსიტეტს, რუსულ კომპანია „როსატომ“-ის[5] სტუდენტებთან, რომელიც იწვევს სტუდენტებს რუსეთის სხვადასხვა რეგიონებიდან, კულტურული მემკვიდრეობის შესასწავლად. ბევრი სტუდენტისთვის ეს პროგრამა არის პირველი შესაძლებლობა, აღმოაჩინონ კულტურული მემკვიდრეობები.

პროექტი „როპშა“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროექტი „როპშა“ არის მოხალისეების ცენტრის მიერ მომზადებული პირველი პროექტი. ქალაქი როპშა მდებარეობს სანქტ-პეტერბურგის სამხრეთ-დასავლეთით. სასახლე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის ქვეშაა. მოხალისეებმა მონაწილეობა მიიღეს კამპანიაში მონუმენტის დანგრევის წინააღმდეგ. მათ შეაგროვეს ინფორმაცია ლოკაციაზე და შექმნეს არქივი. პროექტი ითვალისწინებდა საახალწლო ნაძვის ხის მუზეუმის განთავსებას სასახლის ტერიტორიაზე, რომელიც ეხმარება ბაშვებს ამ უნივერსალური დღესასწაულის ტრადიციების გაცნობაში.

თამაშები, გამოცანები და კონკურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყოველწლიურად მოხალისეების ცენტრის ორგანიზებით იმართება კონკურსები და სხვადასხვა აქტივობები მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის. ცენტრი ასევე ორგანიზებას უწევს საგანმანათლებლო კონკურსებს, სკოლებთან თანამშრომლობით, როგორც აკადემიური სწავლების ნაწილს. ზოგიერთი სამუზეუმო დეპარტამენტი ასევე ჩართულია ამ აქტივობებში, სხვადასხვა თემატურ ექსკურსიებში ჩართულობა სტუდენტებს აძლევს საშუალებას, შეისწავლონ ისტორია და კულტურა.

თამაშები და კონკურსები, ორგანიზებული ერმიტაჟის მოხალისეების ცენტრის მიერ:

  • „აღმოაჩინე შენი ევროპა ერმიტაჟში“, სექტემბერი 2015
  • „აღმოაჩინე შენი ევროპა ერმიტაჟში“, სექტემბერი 2013
  • „აღმოაჩინე შენი ევროპა ერმიტაჟში“, სექტემბერი 2012
  • „მოხალისეების თამაშები“, აპრილი 2010
  • „კონკურსი ლეგენდები კოსმოსზე“, 12 აპრილი 2016
  • „კონკურსი კოტომანია და კოტოვასია“, მარტი 2009
  • „სკვითების დღე“, აპრილი 2009
  • „ინდიანა ჯოუნსი ერმიტაჟში“, ნოემბერი 2008

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://encblago.lfond.spb.ru/showObject.do?object=2814521805
  2. The State Hermitage Museum Report for 2003, p.165
  3. http://www.minatom.ru/news/18854_26.07.2010
  4. http://www.benevole.ru/
  5. The State Hermitage Annual Report, 2009