ერისთავების საცხოვრებელი სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ერისთავების საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვისხევში. თავდაპირველი ნაგებობა თარიღდება XVII – XVIII საუკუნით, გვიან – XIX საუკუნით. სახლი რამდენჯერმეა გადაკეთებული: სამხრეთიდან ორ – ორ სართულად მიშენებულია ოთახები და დარბაზი (სააქტო), მეორე სართულზე ოთახები გატიხრულია, რამდენიმე სარკმელი გადაკეთებულია კარად, გარედან მთავარი ფასადის მხარეს მიდგმულია ხის კიბე.

შენობა (17,5 X 15 მეტრი) შედგება ორი ნაწილისაგან. შესასვლლელი აღმოსავლეთითაა, დასავლეთ ნაწილში, პირველ სართულზე, მარანია, აღმოსავლეთ ნაწილში (გვიანი) – ვესტიბიული და კუთხის ოთახები. ვესტრიბიული მეორე სართულთან დაკავშირებული იყო ორი მასიური კიბით. მეორე სართულზე, ვესტრიბიულის თავზე, ხისსვეტებიანი ღი ლოჯი და კუთხის ოთახებია. ამ სართულზე კიდევ რამდენიმე საცხოვრებელი ოთახია.

(ა) მარანში (10,4 X 15,5 მეტრი) მოხვედრა ამჟამად ვესტრიბიულიდან შეიძლება. მისი შეისრულთაღოვანი შესასვლელის ორივე მხარეს თითო სარკმელია, რომლებსაც ლითონის გეომეტრიული ლითონის გეომეტრიული გისოსები აქვთ. სამხრეთ კედელში ხის სარტყლის ნაშთია, კედლებში სხვადასხვა ზომის სწორკუთხა და თაღოვანი ნიშებია. რამდენიმე ნიშში სათოფურია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ შენობის ეს ნაწილი თავდაპირველად სამეორნეო და თავდაცვითი დანიშნულების იყო. მარანი რვაწახნაგა აგურის სვეტებით ორ ნაწილად იყოფა. სვეტების გასწვრივ, აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილო კედლებზე კუთხეებჩაკვეთილი პილასტრებია. მარნის დასავლეთ ნაწილი, თავის მხრივ, ორი სვეტითა და მასზე გადაყვანილი თარებით ორ ნაწილადაა გაყოფილი. სვეტებისა და პილასტრების საფეხურებიან კაპიტელებზე გადაყვანილიანახევარწრიული თაღები. დასავლეთის ყრუ კედელს მთელ სიგრეძე გასდევს საწნახელი, რომელსაც წინ მაღალი საფეხური აქვს. მარნის გადახურვა ხისაა, კოჭოვანი. დასავლეთ ფასადის მეორე სართულზე გამოდის საცხოვრებელი ოთახების ფანჯრები. სახლის მთავარი აღმოსავლეთ ფასადი სიმეტრიულია. პირველი სართულის ცენტრალური ნაწილი გახსნილია მაღალი და განიერი თაღით, რომელშიც ჭიშკარი იყო ჩასმული, ხოლო მეორე ორსვეტიანი ღია ლოჯია. შესასვლელის ორივე მხარეს თაღოვანი ნიშებია. ფასადის კედლები დანაწევრებულია ფრონტონიანი სარკმლებით. ნაგებობის ყველა კედელი, მარნის გარდა, შელესილია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]