ერაყის ენები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ერაყში ლაპარაკობენ რამდენიმე ენაზე, თუმცა ყველაზე გავრცელებული ენა არის მესოპოტამიური არაბული (ერაყული არაბული). არაბული და ქურთული — ორივე ოფიციალური ენაა ერაყში.

თანამედროვე ენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერაყში ყველაზე გავრცელებული ენაა არაბული ენა (კონკრეტულად მესოპოტამიური არაბული); მეორე ადგილასაა ქურთული (ძირითადად, სორანი და კურმანჯი), რომელსაც მოჰყვება ერაყული თურქულის თურქმენული დიალექტი და სირიული (იგულისხმება ნეოარამეული ენები, კონკრეტულად: ასურული ნეოარამეული, ქალდეური ნეოარამეული და მანდეური ნეოარამეული).[1][2]

სტანდარტული არაბული იყენებს არაბული დამწერლობას, ხოლო მესოპოტამიური არაბული — შეცვლილ სპარსულ-არაბული დამწერლობას, ისევე როგორც — ქურთული (იხ. სორანული ანბანი). 1997 წელს ერაყული თურქმენულისთვის, როგორც ოფიციალური, დამწერლობის მქონე ენისათვის თურქული ანბანი იქნა შემოღებული[3][4] და 2005 წლისთვის საზოგადოების ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ თურქული ენა ჩაანაცვლებდა ტრადიციულ თურქმენულს (რომელიც იყენებდა არაბულ დამწერლობას) ერაყის სკოლებში.[5] გარდა ამისა, ნეოარამეული ენები იყენებენ სირიულ დამწერლობას.

სხვა, შედარებით მცირერიცხოვანი უმცირესობების ენებს შორისაა შაბაკი და სომხური.

ოფიციალური ენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერაყის ოფიციალური ენები განსაზღვრულია ერაყის კონსტიტუციით, რომელიც მიღებულია 2005 წლის 18 სექტემბერს ერაყის გარდამავალი ეროვნული ასამბლეის მიერ.[6] იგი დადასტურდა 2005 წლის 15 ოქტომბერს ჩატარებული საკონსტიტუციო რეფერენდუმით.[7] კონსტიტუციის ოფიციალური ტექსტი გამოქვეყნდა 2005 წლის 28 დეკემბერს ერაყის ოფიციალურ გაზეთში (#4012), არაბულად ორიგინალში[8] და შესაბამისად, შევიდა ძალაში. ოფიციალური თარგმანი (ინგლისურ ენაზე, საერთაშორისო გამოყენებისთვის) მომზადდა ერაყის სამთავრობო უწყებებისა და გაეროს კონსტიტუციური მხარდაჭერის ოფისის თანამშრომლობით.[9][10]

კონსტიტუციის მე-4 მუხლის თანახმად, არაბული და ქურთული ერაყის ოფიციალური ენებია, ხოლო სამი სხვა ენა: თურქული, სირიული და სომხური, აღიარებულია უმცირესობათა ენებად . გარდა ამისა, ნებისმიერ რეგიონს ან პროვინციას შეუძლია გამოაცხადოს სხვა ენები ოფიციალურად, თუ მოსახლეობის უმრავლესობა დაამტკიცებს საყოველთაო რეფერენდუმით.[11]

ტერმინი "სირიული " (არაბ. السريانية / al-suriania)[12][13] გამოიყენება კონსტიტუციაში, როგორც ოფიციალური აღნიშვნა ნეოარამეულ ენაზე მოლაპარაკე თემების ენისათვის, მათ შორის ასურულ ნეოარამეულზე, ქალდეურ ნეოარამეულზე და მანდეურ ნეოარამეულზე მოლაპარაკეთათვის. სირიულის (ნეოარამეულის) კონსტიტუციური აღიარება ერაყში 2003 წლის შემდეგ მომხდარი პოლიტიკური ცვლილებების შედეგი იყო.[14][15]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერაყის უძველესი დაფიქსირებული ენები იყო შუმერული და აქადური ენები (ძველი ასურულისა და ბაბილონურის ჩათვლით). შუმერული აქადურმა ჩაანაცვლა ძვ. წ. 1700 წლისათვის, ხოლო აქადური თანდათან შეცვალა არამეულმა, ძვ. წ. 1200 წლიდან ახ. წ 100 წლამდე. შუმერული და აქადური (მათ შორის, ყველა ძველი ასურული და ბაბილონური დიალექტი) იყენებდა ლურსმული დამწერლობას ძვ.წ. 3300 წლიდან. უახლესი იდენტიფიცირებული აქადური ტექსტი ახ. წ. პირველი საუკუნით თარიღდება.[16]

ერაყში, დადასტურებული ფაქტების მიხედვით, ყველაზე ხანგრძლივად გამოიყენებოდა არამეული, რომელსაც აქვს 2000 წელზე მეტი ხნის წერილობითი ტრადიცია და დღემდე ცოცხალია მის მემკვიდრე — ნეოარამეულ ენებში.[17][15]

დამოწმებული ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Encyclopedia of Arabic Language and Linguistics, Brill Publishers
  2. Iraq, CIA World Factbook. CIA (31 July 2012). ციტირების თარიღი: August 8, 2012
  3. Türkmeneli İşbirliği ve Kültür Vakfı. Declaration of Principles of the (Iraqi?) Turkman Congress. ციტირების თარიღი: 2011-11-25
  4. Nissman, The Iraqi Turkomans: Who They Are and What They Want, http://www.globalsecurity.org/wmd/library/news/iraq/1999/9-050399.html
  5. Shanks, Education and Ethno-Politics: Defending Identity in Iraq
  6. Sara B. Moller (2005), Low Intensity Conflict and Nation-Building in Iraq: A Chronology
  7. Jonathan Morrow (2005): Iraq’s Constitutional Process II: An Opportunity Lost
  8. Constitution of the Republic of Iraq, Official Gazette of Iraq, No. 4012, of December 28, 2005 (Arabic text). დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 8, 2023. ციტირების თარიღი: აგვისტო 25, 2023.
  9. UN WIPO: Iraqi Constitution (2005) in English translation
  10. The ACE Electoral Knowledge Network: Iraqi Constitution (2005)
  11. Iraq, Ministry of Interior — General Directorate for Nationality: Iraqi Constitution (2005)
  12. Constitution of the Republic of Iraq, Official Gazette of Iraq, No. 4012, of December 28, 2005 (Arabic text). დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 8, 2023. ციტირების თარიღი: აგვისტო 25, 2023.
  13. Iraq, Ministry of Interior — General Directorate for Nationality: Iraqi Constitution (2005)
  14. Naby 2004.
  15. 15.0 15.1 Khan 2007.
  16. John gay and Christopher Woods, 2004 „Akkadian and Eblaite“, The Cambridge Encyclopedia of the World’s Ancient Languages ISBN 0521562562, p. 218.
  17. Brock 1989.