შინაარსზე გადასვლა

ენი პრული

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ენი პრული
ინგლ. Edna Annie Proulx
დაბადების თარიღი 22 აგვისტო, 1935(1935-08-22)[1] [2] [3] [4] [5] [6] (89 წლის)
დაბადების ადგილი Norwich[7]
საქმიანობა სცენარისტი, რომანისტი[8] , ჟურნალისტი[9] , არამხატვრული მწერალი, ლიბრეტისტი და მწერალი[9]
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა  აშშ
ალმა-მატერი University of Vermont[10] [7] , Colby College[10] [7] , Sir George Williams University[7] და Deering High School
ჯილდოები გუგენჰაიმის სტიპენდია[11] [10] , წიგნების ეროვნული პრემია[11] [12] [13] , პულიცერის პრემია მხატვრული წიგნისათვის[11] [14] [12] , Heartland Prize[12] , PEN/Faulkner Award for Fiction[11] [7] , Library of Congress Prize for American Fiction[10] , ო. ჰენრის პრემია[10] [12] , National Endowment for the Arts Fellowship[10] , Doctor of Humane Letters[7] , კანონიკური და სამოქალაქო სამართლის დოქტორი[7] [15] , კონკორდიის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[15] და წიგნების ეროვნული პრემია[16]

ედნა ენ პრული (დ. 22 აგვისტო, 1935) — ამერიკელი რომანისტი, მწერალი და ჟურნალისტი.[17]

პირველი რომანისთვის, ღია ბარათები მიიღო PEN/ფოლკნერის პრემია მხატვრული ლიტერატურის ნაწარმოებისთვის. მისმა მეორე რომანმა — The Shipping News (1993) მოიპოვა, როგორც პულიცერის პრემია მხატვრულ ლიტერატურაში,[18] ისე აშშ–ის ეროვნული წიგნის პრემია [19] და ადაპტირებული იქნა ამავე სახელწოდების 2001 წლის ფილმად. 2005 წელს მისი მოთხრობის — „Brokeback Mountain“-ის მოტივებით გადაიღეს ფილმი, რომელიც ოსკარის, BAFTA-ს და ოქროს გლობუსის გამარჯვებული გახდა.

ედნა ენ პრული დაიბადა 1935 წლის 22 აგვისტოს ნორვიჩში, კონექტიკუტში, ლუის ნელის (ჯილი) და ჯორჯ ნაპოლეონ პრულის პჯახში.[20] მისი პირველი სახელი დეიდამისის პატივსაცემად დაარქვეს. იგი ინგლისური და ფრანგულ-კანადური წარმოშობისა.[21][22] მისი დედის წინაპრები ჩამოვიდნენ ამერიკაში მეიფლაუერის მოვლენებიდან თხუთმეტი წლის შემდეგ', 1635ში. მან დაამთავრა დირინგის საშუალო სკოლა პორტლენდში, მეინში, შემდეგ ჩაირიცხა კოლბის კოლეჯში „მცირე ხნით 1950-იან წლებში“, სადაც გაიცნო მისი პირველი ქმარი რიჯლი ბალოკი უმცროსი. იგი მოგვიანებით დაბრუნდა კოლეჯში, სწავლობდა ვერმონტის უნივერსიტეტში 1966 წლიდან, რომელიც დაამთავრა 1969 წელს ბაკალავრის ხარისხით ისტორიაში. მან მაგისტრის ხარისხი მოიპოვა სერ ჯორჯ უილიამსის უნივერსიტეტში (ახლანდელი კონკორდიას უნივერსიტეტი) 1973 წელს, მონრეტრალში, კვებეკში [23] და განაგრძო სწავლა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად, თუმცა ვერ დაასრულა. 1999 წელს კონკორდია უნივერსიტეტმა საპატიოდ დააჯილდოვა ამ წოდებით.[24]

პრული 30 წელზე მეტ ხანს ცხოვრობდა ვერმონტში, დაქორწინდა და განქორწინდა სამჯერ, ჰყავს სამი ვაჟი და ქალიშვილი (სახელად ჯონათანი, გილისი, მორგანი და სილვია). 1994 წელს იგი გადავიდა სარატოგაში, ვაიომინგში, სადაც გაატარა წლის ნაწილი ჩრდილოეთ ნიუფაუნდლენდში. პრული ამჟამად ცხოვრობს პორტ-თაუნსენდში, ვაშინგტონში .[25]

პრულსს ოთხი და ჰყავს: ტყუპები — ჯოისი და ჯანეტი, რომლებიც ცხოვრობენ ლუიზიანასა და ფლორიდაში; რობერტა და ჯუდი — კიდევ ერთი მწერალი, რომელიც ცხოვრობს უელსში.

მწერლის კარიერა და აღიარება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავიდან ენი ჟურნალისტად მუშაობდა. მის პირველ გამოქვეყნებულ მხატვრულ ნაწარმოებად ითვლება „საბაჟო დარბაზი“, სამეცნიერო ფანტასტიკური მოთხრობა, რომელიც გამოქვეყნდა 1963 წლის სექტემბრის ნომერში, ჟურნალში „If“.[26] კიდევ ერთი ნაწარმოები, ერთი წლის შემდეგ, იყო სამეცნიერო ფანტასტიკური მოთხრობა სახელწოდებით „ყველა საკმაოდ პატარა ცხენი“, რომელიც გამოჩნდა თინეიჯერულ ჟურნალში Seventeen, 1964 წლის ივნისში. მან შემდგომ გამოაქვეყნა მოთხრობები ჟურნალებში — Esquire-სა და გრეის სპორტულ ჟურნალში 1970-იანი წლების ბოლოს. მან საბოლოოდ გამოაქვეყნა თავისი პირველი კოლექცია 1988 წელს, ხოლო პირველი რომანი 1992 წელს. შემდგომში მას მიენიჭა NEA-ს ჯილდო (1992) და გუგგენჰეიმის სტიპენდია (1993).

1997 წელს, ენი პრულს მიენიჭა დოს პასოს პრემია, საშუალოკარიერული ჯილდო ამერიკელი მწერლებისთვის. პრულსმა ორჯერ მოიპოვა ო. ჰენრის პრემია წლის საუკეთესო მოთხრობისთვის.

მისი ორი ნაწარმოები — „The Mud Below“ და „Brokeback Mountain“ ჩანს 1999 წელს გამოშვებულ მოთხრობების კრებულში, „ახლო მანძილი: ვაიომინგის ისტორიები“. ამ კოლექციის წამყვანი მოთხრობა, სახელწოდებით "Half-Skinned Steer", ჯერ ავტორმა გარისონ კეილორმა შეარჩია 1998 წლის საუკეთესო ამერიკულ მოთხრობებში მოსახსენიებლად (თავად პრული რედაქტორობდა ამ სერიის 1997 წლის გამოცემას), ხოლო მოგვიანებით რომანისტმა ჯონ აპდაიკმა, რომელმაც საუკუნის საუკეთესო ამერიკულ მოთხრობებს მიაკუთვნა (1999). 2001 წელს პრული გახდა ერთ-ერთი მწერალი, რომელიც მკაცრად გააკრიტიკა ბრაიან რეინოლდს მაიერსმა თავის პოლემიკურ ნაშრომში „მკითხველის მანიფესტი“.

2007 წელს კომპოზიტორი ჩარლზ ვუორიენი დაუკავშირდა პრულს მისი მოთხრობისBrokeback Mountai-ის ოპერად გადაკეთების იდეით. პრულის ამავე სახელწოდების მქონე ოპერის პრემიერა ლიბრეტოსთან ერთად იყო 2014 წლის 28 იანვარს, მადრიდის თეატრში. მას ხშირად აქებდნენ ბრწყინვალე ადაპტაციისთვის, რომელიც ნათლად გამოხატავდა ლიბრეტოს ტექსტს მუსიკასთან, რომელიც მდიდარი ფანტაზიითა და მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა.[27][28][29][30][31]

2017 წელს მან მიიღო ფიცჯრალდის ჯილდო იმ წელს ამერიკულ ლიტერატურაში მიღწეული წარმატებისთვის.[32]

  1. Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
  2. SNAC — 2010.
  3. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  4. FemBio database
  5. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. Munzinger Personen
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 7.5 7.6 http://archives.concordia.ca/proulx
  8. Virtual International Authority File[Dublin, Ohio]: OCLC, 2003.
  9. 9.0 9.1 Catalog of the German National Library
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 10.4 10.5 Library of Congress Prize for American Fiction to be Awarded to E. Annie Proulxკონგრესის ბიბლიოთეკა, 2018. — ISSN 0731-3527
  11. 11.0 11.1 11.2 11.3 https://www.simonandschuster.com/authors/Annie-Proulx/8544
  12. 12.0 12.1 12.2 12.3 https://www.unitedstatesartists.org/fellow/annie-proulx/
  13. https://www.nationalbook.org/books/shipping-news/
  14. https://www.pulitzer.org/winners/e-annie-proulx
  15. 15.0 15.1 https://www.concordia.ca/offices/archives/honorary-degree-recipients/1999/06/annie-proulx.html
  16. https://www.nationalbook.org/programs/dcal/#tab-2
  17. Library of Congress Name Authorities: Proulx, Annie. ციტირების თარიღი: February 4, 2013.
  18. "Fiction". Past winners & finalists by category. The Pulitzer Prizes. Retrieved 2012-03-28.
  19. "National Book Awards – 1993". National Book Foundation. Retrieved 2012-03-28.
    (With acceptance speech by Proulx and essays by Bob Shacochis and Mark Sarvas from the Awards 60-year anniversary blog.)
  20. NNDB
  21. Hennessy, D. M. (2007). Annie Proulx. In R. E. Lee & P. Meanor (Eds.), Dictionary of Literary Biography: Vol. 335. American Short-Story Writers Since World War II. Detroit: Gale.
  22. Annie Proulx. (2013). In J. W. Hunter (Ed.), Contemporary Literary Criticism (Vol. 331). Detroit: Gale.
  23. Annie Proulx. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-01-30. ციტირების თარიღი: 2016-01-25
  24. Honorary Degree Citation - Annie Proulx | Concordia University Archives. ციტირების თარიღი: 2016-03-09
  25. WOOLFE, ZACHARY (26 January 2014). „Love That Dare Not Sing Its Name“. New York Times. ციტირების თარიღი: 20 February 2014.
  26. The Customs Lounge in If, Volume 13 No 4, September 1963 – E. Annie Proulx. ციტირების თარიღი: 2007-03-18.
  27. Wise, Brian. 'Brokeback Mountain' Opera: The Critics Weigh In. ციტირების თარიღი: 25 March 2018.
  28. William Jeffery, "Brokeback Mountain Opera Receives World Premiere", Limelight Magazine (30 January 2014).
  29. Westphal, Matthew (27 September 2007). "'Gay 12-Tone Cowboys' - Composer Charles Wuorinen Plans Opera Version of Brokeback Mountain". Playbill. Retrieved 3 October 2013.
  30. Opera: BROKEBACK MOUNTAIN, Teatro Real;. Teatro-Real.com (2013-10-02). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-04. ციტირების თარიღი: 2013-10-02.
  31. Anthony Tommasini (29 January 2014). „Operatic Cowboys in Love, Onstage“. New York Times. ციტირების თარიღი: 30 January 2014.
  32. F. Scott Fitzgerald Literary Festival
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ენი_პრული“-დან