ო. ჰენრი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უილიამ სიდნეი პორტერი
დაბ. თარიღი 11 სექტემბერი, 1862 წ.
დაბ. ადგილი აშშ-ის დროშა აშშ, ჩრდილოეთ კაროლინა, გრინსბორო
გარდ. თარიღი 5 ივნისი, 1910 წ.
გარდ. ადგილი აშშ-ის დროშა აშშ, ნიუ-იორკი
ფსევდონიმი ო. ჰენრი
საქმიანობა ამერიკელი მწერალი, პროზაიკოსი-ნოველისტი
ეროვნება ამერიკელი
პერიოდი 1899-1910
ჟანრი ნოველები
დებიუტი სტვენია დიკის საშობაო ცეცხლი

ო. ჰენრი (ინგლ. O. Henry; დ. 11 სექტემბერი, 1862 — გ. 5 ივნისი, 1910) — ამერიკელი ნოველისტი, მოულოდნელი დასასრულების ოსტატი, რომელიც ნიუ-იორკში მცხოვრებ ჩვეულებრივ ხალხზე წერდა. ო.ჰენრის მოთხრობები გამორჩეულია სიუჟეტის მიხვევ-მოხვევითა და ჩახლართულობით.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

უილიამ სიდნეი პორტერი, ფსევდონიმი ო. ჰენრი დაიბადა გრინსბოროში, სამხრეთ კაროლინა. მამამისი, ალგერნონ სიდნეი პორტერი, ექიმი იყო. როდესაც უილიამი სამი წლის იყო, დედა გარდაეცვალა, იგი აღიზარდა მამის მხრიდან ბებიისა და მამიდის მიერ. უილიამი გაუმაძღარი მკითხველი იყო, მაგრამ მან 15 წლის ასაკში სკოლა მიატოვა, იგი მუშაობდა აფთიაქსა და ტეხასის ფერმაში. ის გადავიდა ჰიუსტონში, სადაც მას რამდენიმე სამსახური ჰქონდა, იყო ბანკის მოხელე. ოსტინში გადასვლის შემდეგ იგი 1882 წელს დაქორწინდა.

1884 წელს მუშაობა დაიწყო იუმორისტულ ჟურნალ „როლინგ სთოუნში“ (მოძრავი ქვა). როდესაც იგი თავისუფალი იყო იგი ჰიუსტონ პრესის რეპორტიორი და სვეტის წამყვანიც იყო. 1897 წელს მას ბრალი დაედო ფულის მითვისებაში, რაც კამათის საგანი გახდა. 1898 წელს ის ოჰაიოში, კოლუმბუსის ციხეში ჩასვეს.

პატიმრობის პერიოდში ო.ჰენრიმ დაიწყო ნოველების წერა, შოულობდა ფულს და ეხმარებოდა მის დას, მარგარეტს. მისი პირველი ნამუშევარი: „სტვენია დიკის საშობაო ცეცხლი“ (1899), დაიბეჭდა მაკკლურის ჟურნალში. როდესაც პორტერმა მოიხადა სასჯელის 5 წლიდან 3 წელი, გამოვიდა ციხიდან 1901 წელს და გადაირქვა სახელი : ო. ჰენრი.

1902 წლის დეკემბრის მიწურულს ო.ჰენრი ნიუ-იორკში გადავიდა. 1906 წლის იანვარში მან დაწერა მოთხრობა ნიუ-იორკის მსოფლიო მნიშვნელობის შესახებ, რომელიც აგრეთვე გამოქვეყნდა სხვადასხვა ჟურნალებში. ო. ჰენრის პირველი კრებული: „კომბოსტოები და მეფეები“ გამოქვეყნებულ იქნა 1904 წელს. მეორე, „4 მილიონი“, გამოიცა 2 წლის დაგვიანებით, რომელიც შეიცავდა მის უცნობილეს ნოველებს: „მეგის საჩუქარი“ და „მორთული ოთახი“. „მოწესრიგებული ლამპა“ (1907) შევიდა კრებულ „უკანასკნელ ფოთოლში“. ჰენრის უცნობილესი ნაშრომია ანთოლოგიის ტიპის „წითელი შეფის გამოსასყიდი“, რომელიც შესულია კრებულ „კარუსელში“ (1910). დასავლეთის გული (1907) წარმოდგენილია მოთხრობათა კრებულ „ტეხასის საძოვარში“. ო. ჰენრიმ გამოსცა 10 კრებული, რომელშიც შესულია 600 და მეტი ნოველა, რომელთაც წერდა სიცოცხლის ბოლომდე.

ო. ჰენრი ბოლო წლებში დაავადდა ალკოჰოლიზმით, რასაც ფინანსური პრობლემები დაემატა. ის დაქორწინდა სარა ლინდსი კოლემანზე 1907 წელს, მაგრამ მისი ქორწინება ბედნიერი არ ყოფილა, ერთი წლის შემდეგ ისინი გაეყარნენ. ო. ჰენრი დაიღუპა 1910 წლის 5 ივნისს, ნიუ-იორკში. მისი სამი მოთხრობა: „ექვსიანები და შვიდიანები“, „მოძრავი ქვები“ და „ცოლები და მაწანწალები“ ცნობილი გახდა მისი სიკვდილის შემდგომ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]