შინაარსზე გადასვლა

ემფიზემატოზური კარბუნკული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ემფიზემატოზური კარბუნკული
სხვა სახელები ემკარი, ჭრიჭინა
ხბო დაზიანებული ადგილის გაკვეთისა და ნეკროზული ქსოვილების მოშორების შემდეგ
სიმპტომები კრეპიტაციული შეშუპებები
გამომწვევი Clostridium-ის გვარის ბაქტერიები
დიაგნოსტიკა ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა და ბიოსინჯი
პროფილაქტიკა ვაქცინაცია, კარანტინი, დაღუპული საქონლის დაწვა, დეზინფექცია
სამკურნალო საშუალება ანტიბიოტიკები

ემფიზემატოზური კარბუნკული, ემკარი, ჭრიჭინა[1] — მწვავე ინფექციური დაავადება კლოსტრიდიოზების ჯგუფიდან. ძირითადად ავადდება მსხვილი რქოსანი საქონლის მოზარდეული. ხასიათდება კუნთოვან ქსოვილში კრეპიტაციული (პალპაციისას გამოსცემს ტკაცუნა, ჭრიჭინა ხმას) შეშუპებების წარმოქმნითა და მაღალი ლეტალობით. დაავადება ენზოოტიურია განსაზღვრული ტერიტორიებისათვის, რაც განპირობებულია ნიადაგში გამომწვევის სპორების ხანგრძლივი შენარჩუნებით. ინფექციის გამომწვევის წყაროა დაავადებული ცხოველები და მძორები. დასნებოვნება ხდება ალიმენტური გზით და დაზიანებული კანის მეშვეობით. დიაგნოზი ისმება ბაქტერიოლოგიური გამოკვლევისა და ბიოსინჯის საფუძველზე. მკურნალობისას დაავადების საწყის სტადიაზე იყენებენ ანტიბიოტიკებს. პროფილაქტიკა: საძოვარზე გარეკვამდე 2 კვირით ადრე ვაქცინაცია; დაავადების გაჩენის შემთხვევაში — კარანტინი, დაღუპული საქონლის მძორების დაწვა, დეზინფექცია და სხვ. დაავადებული საქონლის სახორცედ დაკვლა და მძორიდან ტყავის აცლა აკრძალულია.[2]

  1. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაავადებათა პროფილაქტიკა და მკურნალობა. აგროკავკასია (24 მაისი, 2023). ციტირების თარიღი: 3 აგვისტო, 2023
  2. Эмфизематозный карбункул // Большая российская энциклопедия. т. 35. — М., 2017. — стр. 376–377.