ემი შუმერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ემი შუმერი
Amy Schumer by Mario Santor.jpg
დაბადების თარიღი 1 ივნისი, 1981
მანჰეტენი, ნიუ-იორკი, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ
ეთნიკურად უკრაინელი ებრაელი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2004-დღემდე
მეუღლე(ები) კრის ფიშერი
შვილ(ებ)ი 1

ემი ბეტ შუმერი (ინგლ. Amy Beth Schumer[1]; დ. 1 ივნისი, 1981, მანჰეტენი, ნიუ-იორკი, აშშ) — ამერიკელი მსახიობი. ცნობილი გახდა ფილმში „შემთხვევით სექსუალური“ შესრულებული მთავარი როლით. ნომინირებული იყო ემისა და ოქროს გლობუსის ჯილდოებზე.

ბავშვობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ემი შუმერი დაიბადა 1981 წლის 1 ივნისს მანჰეტენზე, ნიუ-იორკში[1][2]. იგი არის სანდრა ჯეინ შუმერისა (ქალიშვილობის გვარია ჯონსი) და გორდონ დევიდ შუმერის შვილი. მამამისი საბავშვო ავეჯის მწარმოებელი კომპანიის მფლობელია[2][3][4]. მას ჰყავს უმცროსი და, მწერალ კიმ შუმერის სახით[5]. გარდა ამისა, ჰყავს ნახევარ-ძმა, ჯეისონ სტეინის სახით, რომელიც ჩიკაგოში ცხოვრობს და მუსიკოსია[6].

შუმერების ოჯახი წარმოშობით უკრაინელი ებრაელები არიან[7], რომლებიც მეორე მსოფლიო ომს ამერიკაში გაექცნენ[8]. ემის ბიძაშვილია ამერიკელი სენატორი ჩაკ შუმერი[9].

ემი შუმერმა ებრაული სკოლა დაამთავრა, რის შემდეგაც იგი ბალტიმორში, მერილენდში გადასახლდა, სადაც უმაღლეს განათლებას იღებდა ტოუსონის უნივერსიტეტში, რომელიც 2003 წელს დაამთავრა[10]. ამის შემდეგ იგი ნიუ-იორკში დაბრუნდა, სადაც თავიდან თავის სარჩენად მიმტანად მუშაობდა[11].

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ემი შუმერი ჟურნალის გარეკანზე, 2015 წლის ზაფხული.

ემი შუმერის სამსახიობო კარიერა 2004 წლის ივნისში დაიწყო გოთემის კომედიურ კლუბში დადგმული პატარა კომედიური წარმოდგენებით[12]. უკვე 2006 წელს იგი გადაიღეს ფილმში „მოგონების გრძნობა“.

2007 წელს სერიალში „გოთემის ცხოვრება“ როლზე დაამტკიცეს, სადაც საკუთარ თავს განასახიერებდა. ასევე საკუთარი თავის როლს ასრულებდა შემდგომ სამ სერიალში.

მრავალი ეპიზოდური და პატარა როლის შესრულების შემდეგ, რომელთაგანაც ძირითადად საკუთარ თავს ასახიერებდა, 2013 წელს სერიალში „გოგონები“ დაამტკიცეს ენჯის როლზე. იგი სულ რამდენიმე ეპიზოდში გამოჩნდა, თუმცა 2014 წლამდე თამაშობდა სერიალში.

2013-16 წლებში გადაიღეს სერიალი „ემი შუმერის შიგნით“ სადაც იგი თავის თავს ასახიერებდა. ამ სერიალში თამაშობდნენ ისეთი ცნობილი მსახიობები, როგორებიც არიან: ნატაშა ლიონი, ჯეიკ ჯილენჰოლი და ა.შ. ემი შუმერი თავად იყო ამ სერიალის რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარის ავტორი და მთავარი მოქმედი პერსონაჟიც.

2016 წელს ემიმ ანიმაციურ სერიალში „სიმფსონები“ გაახმოვანა მისის ბარნსი. იმავე წელს სერიალში „ბობის ბურგერები“ შეასრულა ახალგაზრდა ქალის როლი.

2018 წელს ფილმში „შემთხვევით სექსუალური“ დაამტკიცეს მთავარ, რენე ბენეტის როლზე. ეს ფილმი მისთვის განსაკუთრებული პოპულარობისა და აღიარების მომტანი აღმოჩნდა.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სხვადასხვა პერიოდში ემი შუმერს ურთიერთობა ჰქონდა დოლფ ზიგლერთან[13] და კომიკოს ანტონი ჯესელნიკთან[14]. 2018 წლის 13 თებერვალს მალიბუში, კალიფორნიაში ემი დაქორწინდა მზარეულ და ფერმერ კრის ფიშერზე[15][16]. 2018 წლის ოქტომბერში მან პირველი ორსულობა დააანონსა[17]. ფეხმძიმობის პერიოდში მან შიშველმა იპოზიორა ჟურნალისთვის The New York Times[18][19]. 2019 წლის 5 მაისს ემი შუმერბა ბიჭი გააჩინა[20].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 "Amy Schumer". TV Guide. Archived from the original on September 19, 2015. Retrieved April 16, 2015.
  2. 2.0 2.1 "'Inside Amy Schumer': It's Not Just Sex Stuff". NPR. June 25, 2013. Archived from the original on September 11, 2016. Retrieved November 22, 2014. ...I was born on the Upper East Side...
  3. Berlin, Erika (May 2012). "Big Mouth: Amy Schumer". Rolling Stone (1158): 56.
  4. "Betty Jane Jones Obituary: View Obituary for Betty Jane Jones by Florida Memorial Funeral Home, Rockledge, FL". Obits.dignitymemorial.com. Retrieved April 25, 2014.
  5. Alter, Charlotte (April 29, 2014). "Here's What Amy Schumer Thinks About Everything". Time. Retrieved November 22, 2014.
  6. Gomez, Luis (March 6, 2013). "Interview: Amy Schumer calls Comedy Central show a dream come true". Chicago Tribune. Archived from the original on January 2, 2016. Retrieved November 22, 2014.
  7. Mottram, James (May 3, 2018). "Keeping it real with Amy Schumer". The Jewish Chronicle. Retrieved July 6, 2019.
  8. Dolsten, Josefin (December 20, 2017). "Amy Schumer on learning about her Jewish ancestors: 'I think this will change me'". Jewish Telegraphic Agency. Retrieved December 21, 2017.
  9. Zinoman, Jason (April 18, 2013). "Amy Schumer, Funny Girl". The New York Times. Retrieved November 21, 2014. When Ms. Schumer was 9, her family went bankrupt and her father received a diagnosis of multiple sclerosis. Three years later her parents divorced. ... Ms. Schumer, who said she is second cousin to Senator Charles E. Schumer of New York.
  10. Chester, Aaron (September 27, 2007). "Stand up, be recognized". The Baltimore Sun. Retrieved September 13, 2012.
  11. Despite source's reference to Keeping Abreast as Off-Broadway, it does not appear in the Internet Off-Broadway Database.
  12. Scarpa, Gina (September 12, 2007). "Exclusive Interview: Amy Schumer from 'Last Comic Standing'". BuddyTV.com. Retrieved September 13, 2012.
  13. "Amy Schumer, Comedian, On Breakup With WWE's Dolph Ziggler: 'The Sex Was Too Athletic'". The Huffington Post. August 23, 2012. Archived from the original on August 16, 2015. Retrieved September 13, 2012.
  14. Ruiz, Michelle (April 29, 2013). "Inside Amy Schumer: Realer Than Real Sex". Cosmopolitan. Archived from the original on September 30, 2015.
  15. Melas, Chloe (February 15, 2018). "Amy Schumer marries chef Chris Fischer". CNN. Retrieved February 16, 2018.
  16. Conrad, Marissa (February 15, 2018). "Amy Schumer Just Married a Farmer! Here Are 11 Make-You-Happy Facts About Chris Fischer". Modern Farmer. Retrieved February 23, 2018.
  17. Gonzalez, Sandra (October 23, 2018). "Amy Schumer expecting her first child". CNN. Retrieved December 13, 2018.
  18. "Pregnant Amy Schumer strips down for nude photoshoot". People. March 13, 2019.
  19. Amanda Tarlton (March 14, 2019). "Amy Schumer's Naked Pregnancy Photos Are As Insane As You'd Expect". Yahoo! Lifestyle.
  20. Weinberg, Lindsay (May 6, 2019). "Amy Schumer Gives Birth to First Child". The Hollywood Reporter. Retrieved May 6, 2019.