ემილი პრეიერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ემილი პრეიერი
დაიბადა 6 ივნისი, 1849(1849-06-06)[1] [2] [3]
დაბადების ადგილი დიუსელდორფი[1]
გარდაიცვალა 23 სექტემბერი, 1930(1930-09-23)[1] [4] [2] (81 წლის)
გარდაცვალების ადგილი დიუსელდორფი[1]

ემილი პრეიერი (გერმ. Emilie Preyer; დ. 6 ივნისი, 1849, დიუსელდორფი — გ. 23 სექტემბერი,1930, იქვე) — გერმანელი მხატვარი, ნატურმორტის ოსტატი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ემილი პრეიერი დაიბადა მხატვრული ტრადიციებით ცნობილ ოჯახში. მან პირველი გაკვეთილები ფერწერაში მამის, მხატვარ იოჰან-ვილჰელმ პრეიერისგან მიიღო. მამის და-ძმაც ასევე მხატვრები იყვნენ.

იმის გამო, რომ ქალებს იმ პერიოდში უნივერსიტეტებში სწავლის უფლება არ ჰქონდათ, ემილი დიუსელდორფის სამეფო ხელოვნების აკადემიაში არაოფიციალურად სწავლობდა [5] თავისი სურათების პირველი გამოფენა 1866 წელს მოაწყო Bismeyer Kraus ხელოვნების მაღაზიაში და ედუარდ შულტეს გალერეაში.[6] მას ჰქონდა გამოფენები ბერლინში, დრეზდენში და მის მშობლიურ ქალაქში.

პრეიერის ნატურმორტები ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმმა და ფილადელფიის სურათების გალერეამ შეიძინა. ემილი პრეიერის ნამუშევრები ასევე ინგლისურ და ამერიკულ კერძო კოლექციებშია.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Deutsche Nationalbibliothek Record #139784055 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Benezit Dictionary of ArtistsOUP, 2006. — ISBN 978-0-19-977378-7
  3. Artists of the World Online, Allgemeines Künstlerlexikon Online, AKL Online / Hrsg.: A. Beyer, B. SavoyB: K. G. Saur Verlag, Verlag Walter de Gruyter, 2009. — ISSN 2750-6088doi:10.1515/AKL
  4. Emilie Preyer
  5. Stadtmuseum Düsseldorf. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-05-05. ციტირების თარიღი: 2023-12-09.
  6. Emilie Preyer (1849–1930) დაარქივებული 2016-04-23 საიტზე Wayback Machine. , auf Frauen-Kultur-Archiv Düsseldorf, Heinrich-Heine Universität, abgerufen am 23. April 2016.