ემილი მორტიმერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ემილი მორტიმერი

ემილი, 2018 წელს, 32nd Goya Awards-ზე
დაბადების სახელი ემილი ქეითლი ანე მორტიმერი
დაბადების თარიღი 1 დეკემბერი, 1971 (1971-12-01) (52 წლის)
ჰამერსმითი, ლონდონი, ინგლისი
რეზიდენცია ბრუკლინი, ნიუ-იორკი, აშშ
ეროვნება ინგლისელი
მოქალაქეობა ინგლისის დროშა ინგლისი
ალმა-მატერი ოქსფორდის უნივერსიტეტი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1994-დღემდე
მეუღლე(ები) ალესანდრო ნივოლა
შვილ(ებ)ი 2
მშობლები მამა: ჯონ მორტიმერი
დედა: პენელოპე გოლოფი

ემილი ქეითლინ ანე მორტიმერი (დ. 1 დეკემბერი, 1971) — მსახიობი და სცენარის ავტორი. მსახიობობა სასცენო სპექტაკლებში მონაწილეობით დაიწყო, ხოლო შემდგომ მრავალ ფილმში და სატელევიზიო სერიალში მოირგო როლი. 2003 წელს, მან ფილმ „Lovely and Amazing“-ში როლის მორგებით, მოიგო Independent Spirit Awards. ასევე ცნობილია HBO-ის სერიალ, „საინფორმაციო სამსახურში“ მაკენზი მაკჰეილის როლის შესრულებით. მორტიმერი გადაღებულია შემდეგ ფილმებში: „მატჩ პოინტი“ (2005), „ლარსი და ნამდვილი გოგონა“ (2007, „ქაოსის თეორია“ (2008), „ჰარი ბრაუნი“ (2009), „შეშლილთა კუნძული“ (2010), „ჰუგო“ (2011), „მერი პოპინსი ბრუნდება“ (2018).

ადრინდელი ცხოვრება და ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ემილი მორტიმერი დაიბადა ჰამერსმითში, (ლონდონი)[1] არის დრამატისტის ჯონ მორტიმერის და მისი მეორე ცოლის პენელოპეს ქალიშვილი. ჰყავს უმცროსი და, როზი,[2] და ორი ნახევარდა-ძმა, სალი სილვერმენი და ჯერემი მორტიმერი, მამის პირველი ქორწინებიდან, და ასევე ჰყავს ნახევარძმა როს ბენტლი, მამამისის და მსახიობის ვენდი კრეიჯის ურთიერთობიდან.[3]

მორტიმერმა დაამთავრა წმინდა პავლეს გოგონათა სკოლა, აღმოსავლეთ ლონდონში, სადაც იგი მონაწილეობას იღებდა სასკოლო სპექტაკლებში. შემდეგ მან სწავლა განაგრძო ოქსფორდის უნივერსიტეტში, სადაც რამდენიმე პიესაში მიიღო მონაწილეობა. სანამ მსახიობი გახდებოდა, იგი გაზეთ „Daily Telegraph“-ში მუშაობდა. ასევე იყო ინგლისელი აკადემიკოსის და მწერალის ლორნა სეიჯის ბიოგრაფიული წიგნის, Bad Blood-ის სცენარის ავტორი.[4][5]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოქსფორდში სწავლისას, მან რამდენიმე სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა. შემდგომ, რამდენიმე სატელევიზიო როლიც მოირგო. მათ შორისაა: „Sharpe's Sword“ (1995), ბრიტანული სატელევიზიო დრამა და „სახლში დაბრუნება“ (1998), რომელიც ბრიტანული სერიალია.

1996 წელს, მორტიმერმა პირველად მიიღო მონაწილეობა მხატვრულ ფილმში, სახელად „მოჩვენება და წყვდიადი“.

მორტიმერი 2007 წელს, ფილმის პრემიერაზე

1998 წელს, მან კატერინა ეშლის როლით, მონაწილეობა მიიღო, ფილმ „ელიზაბეტი“-ში, ხოლო მის ფლინის როლით, ითამაშა სატელევიზიო მინი სერიალ „Cider with Rosie“-ში. 2000 წელს ფილმ „სიყვარულის უშედეგო ძალისხმევაში“ მან კატერინას როლით ითამაშა, ის აქ შეხვდა მსახიობს და თავის მომავალ ქმარს ალესანდრო ნივოლას. 2002 წელს მას მთავარი როლი ჰქონდა ფილმ „ფორმულა 51“-ში.

2003 წელს, მან მონაწილეობა მიიღო სტეფან ფრაის ფილმში-„Bright Young Things“. იგი ფილმ „ძვირფასო ჯონი“-ში 2004 წელს იქნა გადაღებული.

პერსონალური ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2000 წელს, როდესაც მორტიმერი მონაწილეობას იღებდა ფილმ „სიყვარულის უშედეგო ძალისხმევა“-ში, შეხვდა ამერიკელ მსახიობს ალესანდრო ნივოლას. წყვილი 2003 წლის 3 ნოემბერს დაქორწინდა.[6] მათ 2003 წელს პირველი შვილი სამუელ ჯოშ ნივოლა ეყოლათ, ხოლო 2010 წელს — მეორე შვილი, როუზ ნივოლა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Profile, familysearch.org; accessed 13 January 2016.
  2. https://www.theguardian.com/lifeandstyle/2010/feb/07/emily-mortimer-interview-martin-scorsese
  3. Walker, Tim; Eden, Richard (13 September 2004). „Mortimer's joy at son with Wendy Craig“. Daily Telegraph. UK. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 აპრილი 2013. ციტირების თარიღი: 23 May 2009.
  4. Stadlen, Matthew (2015-06-29). „The kind of movies I’m in, you’re lucky if your mum sees it“ (ინგლისური). ISSN 0307-1235. ციტირების თარიღი: 2018-04-09.
  5. Merritt, Stephanie. (2001-12-02) Interview: Emily Mortimer en. ციტირების თარიღი: 2018-04-09
  6. Get Reading. ციტირების თარიღი: 18 December 2016.