შინაარსზე გადასვლა

ემილიანო სალა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ემილიანო სალა
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
31 ოქტომბერი, 1990
დაბადების
ადგილი
კულულუ, ლას-კოლონიასი,
სანტა-ფეს პროვინცია, არგენტინა
გარდაცვალების
თარიღი
21 იანვარი, 2019 (28 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
ლა-მანშის სრუტე
სიმაღლე 187 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
ახალგაზრდული კარიერა
1994–2005 სან-მარტინ დე პროგრესო
2005–2009 პროიექტო კრესერი
2010–2012 ბორდო
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2012–2015 ბორდო 11 (1)
2012–2013 ორლეანი 37 (19)
2013–2014 ნიორი 37 (18)
2015 კანი 13 (5)
2015–2019 ნანტი 117 (42)
2019 კარდიფ სიტი 0 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 24 იანვარი, 2019

ემილიანო სალა (ესპ. Emiliano Sala; დ. 31 ოქტომბერი, 1990, კულულუ, ლას-კოლონიასი, არგენტინა — გ. 21 იანვარი, 2019) — არგენტინელი ფეხბურთელი, „კარდიფ სიტის“ თავდამსხმელი.

„ბორდოში“ მისი დებიუტი შედგა 2012 წლის 8 თებერვალს საფრანგეთის საფეხბურთო თასის 2011–2012 სეზონზე, 1/8 ფინალში „ლიონის“ წინააღმდეგ, მოედანზე გამოჩნდა დამატებით დროში.[1]

2012–2013 წლის სეზონზე იჯარით გადავიდა კლუბ „ორლეანში“, რომელიც გამოდიოდა საფრანგეთის ეროვნულ ჩემპიონატში. ემილიანომ 37 მატჩში 19 გოლი გაიტანა.[2]

2013–2014 წლის სეზონზე იჯარით იყო გადასული კლუბ „ნიორში“,[3] რომელიც ლიგა 2-ში გამოდიოდა. მის შემადგენლობაში ემილიანო სალამ 37 მატჩი ჩაატარა და 18 გოლი გაიტანა

2014–2015 წლის სეზონი ბორდოში დაიწყო, 2014 წლის 17 აგვისტოს, „მონაკოს“ წინააღმდეგ გამართული თამაშის დროს, პირველი გოლი გაიტანა საფრანგეთის ჩემპიონატში.[4] 2015 წლის იანვარში, ნახევარი წლის იჯარით გადაეცა კლუბ „კანს“.[5]

2015 წელს გადავიდა „ნანტში“, კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.[6] ნანტის შემადგენლობაში, 3 სეზონის განმავლობაში მონაწილეობა მიიღო 101 მატჩში, სადაც 30 გოლის გატანა შეძლო.[7]

2019 წლის 19 იანვარს განაცხადეს, რომ ემილიანო სალა თავის კარიერას გააგრძელებდა ინგლისის პრემიერლიგის გუნდ „კარდიფ სიტიში“. ემილიანო სალა „კარდიფს“ რეკორდული თანხა დაუჯდა,[8] სავარაუდოდ 15 მილიონი ფუნტი სტერლინგი.[9]

2019 წლის 22 იანვარს, ნანტიდან კარდიფისკენ მიმავალი კერძო თვითმფრინავი Piper PA-46 ნორმანდიის კუნძულებთან ახლოს მოულოდნელად რადარების ეკრანებიდან გაქრა. ემილიანო სალა ბორტზე იმყოფებოდა. ამის შემდეგ დაიწყო სამძებრო-სამაშველო ოპერაცია, მაგრამ დაღუპული თვითმფრინავის კვალს ვერ მიაგნეს.[9][10][11]

24 იანვარს გერნზის პოლიციამ გამოაცხადა დაკარგული თვითმფრინავის სამძებრო სამუშაოების შეწყვეტის შესახებ[12].

7 თებერვალს გაუჩინარებული სხეული ამოიყვანეს თვითმფრინავის ნამსხვრევიდან. იმავე დღესვე პოლიციამ დაადასტურა, რომ ეს ემილიანო სალა იყო.[13][14][15][16][17]

კლუბი[18] სეზონი[18] ლიგა[18] თასი[18] ჯამში[18]
მატჩები გოლები მატჩები გოლები მატჩები გოლები
ორლეანი 2012–13 3719003719
ნიორი 2013–14 3718324020
ბორდო 2014–15 11110121
კანი 13500135
ნანტი 2015–16 31640356
2016–17 3412533915
2017–18 3612223814
2018–19 1612211813
ჯამში 1174213613048
კარდიფ სიტი 2018–19 000000
ჯამში 2158517823293
  1. Lyon 3:1 Bordeaux. www.transfermarkt.com. ციტირების თარიღი: 2018-06-07.
  2. Emiliano Sala. www.footballdatabase.eu. ციტირების თარიღი: 2018-06-07.
  3. Niort: Un buteur de Bordeaux débarque en prêt (off.). www.foot-national.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-06. ციტირების თარიღი: 2018-06-07.
  4. Bordeaux 4:1 AS Monaco. www.transfermarkt.com. ციტირების თარიღი: 2018-06-07.
  5. Emiliano Sala, un atout supplementaire pour le maintien. www.smcaen.fr. ციტირების თარიღი: 2018-06-07.
  6. Nantes make Sala a canary. Sports.yahoo.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-15. ციტირების თარიღი: 2019-01-24.
  7. Emiliano Sala performance data. Transfermarkt.com.
  8. Emiliano Sala: Cardiff City sign Nantes striker for undisclosed club record fee. BBC Sport (2019-01-19).
  9. 1 2 Emiliano Sala: Cardiff City FC player on missing plane. BBC News (2019-01-22).
  10. Cardiff City’s Emiliano Sala was on missing plane, French authorities say. The Guardian (2019-01-22).
  11. Emiliano Sala search: Officials say they are ‘not expecting anyone to be alive’ with no trace of missing plane. The Independent (2019-01-22).
  12. Emiliano Sala: Search for footballer and pilot called off. BBC Sport (2019-01-24).
  13. Gazeta.ru, 7 февраля 2019. Идентифицировано тело пропавшего футболиста Салы
  14. Emiliano Sala search team recover body from plane wreckage. BBC News (7 February 2019).
  15. Mercer, David; Taylor, Rebecca (7 February 2019). „Emiliano Sala search: Body recovered lands in Dorset“. Sky News (ინგლისური). ციტირების თარიღი: 7 February 2019.
  16. „Body recovered from plane which crashed into English Channel confirmed as footballer Emiliano Sala“. ITV News. 7 February 2019. ციტირების თარიღი: 7 February 2019.
  17. Emiliano Sala: Body identified as footballer. BBC (7 February 2019).
  18. 1 2 3 4 5 E. Sala. Soccerway. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 იანვარი 2019. ციტირების თარიღი: 4 January 2019.