შინაარსზე გადასვლა

ელოიანის ზურგიანი კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ელოიანის ზურგიანი კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ელოიანის მიდამოებში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

კოშკი ფიქალითა და ადგილობრივი წარმოშობის უხეშად დამუშავებული ქვითაა ნაგები.

კოშკი გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა, ზურგი ჩრდილოეთით აქვს. სწორკუთხა შესასვლელი სამხრეთის კედელშია გაჭრილი. კოშკი საბრძოლო დანიშნულებისა არ უნდა ყოფილიყო.

ნაგებობა შემორჩენილია ორი სართულის დონეზე. პირველი სართული მიწითაა ამოვსებული, ხოლო მეორე სართულის კედლების სიმაღლე 1 მეტრს აღწევს. კოშკთან მისასვლელი გზა ჩრდილოეთიდანაა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]