შინაარსზე გადასვლა

ელიფ შაფაქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელიფ შაფაქი
თურქ. Elif Şafak
დაბადების თარიღი 25 ოქტომბერი, 1971(1971-10-25)[1] [2] [3] [4] [5] (54 წლის)
დაბადების ადგილი სტრასბური, საფრანგეთი[6] [7]
საქმიანობა მწერალი[8] , რომანისტი[7] და ჟურნალისტი[7]
ენა თურქული ენა და ინგლისური ენა
მოქალაქეობა  თურქეთი[7]
ალმა-მატერი ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკისა და მართვის ფაკულტეტი და ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტი
ჟანრი პოსტმოდერნიზმი
Magnum opus The Forty Rules of Love, ჰავას სამი ქალიშვილი და Terra Incognita
ჯილდოები ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერი, Ehrenpreis des österreichischen Buchhandels für Toleranz in Denken und Handeln[9] , 100 ქალი[10] და ლიტერატურის სამეფო საზოგადოების წევრი[11]
მეუღლე ეიუფ ჯანი[12]
ხელმოწერა
საიტი elifsafak.com.tr

ელიფ შაფაქი (თურქ. Elif Şafak; დ. 25 ოქტომბერი 1971, სტრასბურგი) — თურქი მწერალი, მიმომხილველი და ორატორი.

დიპლომატების ოჯახიდან, დაიბადა საფრანგეთში. მშობლების გაყრის შემდეგ დარჩა დედასთან,[13] ცხოვრობდა ესპანეთსა და იორდანიაში, შემდგომ დასახლდა თურქეთში. დაამთავრა ტექნიკური უნივერსიტეტი ანკარაში, დაიცვა დისერტაცია ფილოსოფიაში, რომელიც ეძღვნებოდა გენდერული იდენტურობის პრობლემებს. ერთი წლის განმავლობაში იყო აშშ-ში სტაჟირებაზე, შემდგომ წლებში კი მიწვეულ პედაგოგად რიგ ამერიკულ უნივერსიტეტში. ცხოვრობს თურქეთსა და აშშ-ში, წერს თურქულ და ინგლისურ ენებზე, თანამშრომლობს აშშ-ს და ევროპის პრესასთან.

არის საერთაშორისო ურთიერთობების ევროპული საბჭოს წევრი. რომანის „სტამბულელი ნაბიჭვარი“ (2006), სადაც ნახსენებია სომხების გენოციდი, ორჯერ წაეყენა ერის შეურაცყოფის ბრალდება, რის გამოც მას სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა. ორივეჯერ მოეხსნა ბრალდება მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო.[14]

შაფაქის წიგნების უმრავლესობა სუფიზმთან დაკავშირებული ისტორიული რომანებია. წერს აგრეთვე სიმღერებს როკ-ანსამბლებისათვის, ესსეებს პოლიტიკისა და კულტურის თემებზე.

შაფაქის წიგნები კოლოსალური წარმატებით სარგებლობენ თურქეთში, მათ მინიჭებული აქვთ თვალსაჩინო ეროვნული პრემიები, მრავალ ენაზე არიან თარგმნილი. 2007 წელს თურქეთის წიგნების გამომცემელთა კავშირმა მწერალ ქალს სიტყვის თავისუფლების პრემია მიანიჭა. ხელოვნებათა და ლიტერატურის ორდენის (საფრანგეთი) კავალერი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  2. The Fine Art Archive — 2003.
  3. Babelio — 2007.
  4. Munzinger Personen
  5. Davos 2014 Participant List
  6. Deutsche Nationalbibliothek Record #129079006 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  7. 1 2 3 4 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  8. abART
  9. http://orf.at/stories/2388045/
  10. https://www.bbc.com/news/world-59514598
  11. https://rsliterature.org/fellows/elif-shafak/
  12. https://books.google.co.uk/books?id=4ddqaCdZdZ0C&pg=PA297
  13. Finkel, Andrew. „Portrait of Elif Şafak“. Turkish Cultural Foundation. ციტირების თარიღი: 2010-12-10.
  14. The Urgency of a Cosmopolitan Ideal as Nationalism Surges. The Huffington Post.