შინაარსზე გადასვლა

ელისაბედ გოსტენინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ელისაბედ ანდრიას ასული გოსტენინა (დ. 17 აგვისტო [ძვ. სტ. 4 აგვისტო], 1904, თბილისი ― გ. 13 სექტემბერი, 1988, იქვე) — საოპერო მომღერალი (სოპრანო) და პედაგოგი, საქართველოს სახალხო არტისტი (1947).

1929 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, 1929-1959 წლებში იყო თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტი. 1962 წლიდან ზ. ფალიაშვილის სახელობის მე-2 მუსიკალური სასწავლებლის ვოკალის პედაგოგია. ხანგრძლივი სასცენო მოღვაწეობის მანძილზე მან შეასრულა სოპრანოს თითქმის ყველა წამყვანი პარტია: მარო, ეთერი (ზაქარია ფალიაშვილის „დაისი“, „აბესალომ და ეთერი“), ტატიანა, ლიზა (პეტრე ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინი", "პიკის ქალი"), აიდა, ვიოლეტა (ჯუზეპე ვერდის "აიდა", ტრავიატა), ტოსკა (ჯაკომო პუჩინის "ტოსკა") და სხვა. გოსტენინას შესრულება გამოირჩეოდა სავსე ხმოვანებითა და ინტონირების სიფაქიზით. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, "საპატიო ნიშნის" ორდენითა და მედლებით.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]