შინაარსზე გადასვლა

ელიზაბეტ ბლეკბერნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელიზაბეტ ბლეკბერნი
Elizabeth H. Blackburn

ელიზაბეტ ბლეკბერნი 2012 წელს
დაბ. თარიღი 26 ნოემბერი, 1948
დაბ. ადგილი ჰობარტი, ტასმანია, ავსტრალია
მოქალაქეობა ავსტრალია, აშშ
საქმიანობა ბიოლოგი, molecular biologist, ბიოქიმიკოსი და უნივერსიტეტის პროფესორი[1]
მუშაობის ადგილი ოქსფორდის უნივერსიტეტი, კალიფორნიის უნივერსიტეტი, კალიფორნიის უნივერსიტეტი და Salk Institute for Biological Studies
ალმა-მატერი მელბურნის უნივერსიტეტი, დარვინის კოლეჯი, კემბრიჯის უნივერსიტეტი[2] , University High School და Janet Clarke Hall
განთქმული მოსწავლეები Carol Greider: unravelling the science of telomeres and telomerase. Interview by Stephen Pincock
სამეცნიერო ხარისხი მეცნიერებათა დოქტორი ეკონომიკაში
ჯილდოები სამეფო საზოგადოების წევრი, ალბერტ ლასკერის პრემია ფუნდამენტური სამეცნიერო კვლევებისათვის[3] , ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში[4] [5] , ლორეალისა და იუნესკოს პრემია „მეცნიერი ქალებისთვის“, ბენჯამინ ფრანკლინის მედალი, ჰარვის პრემია[6] , გაირდნერის ფონდის საერთაშორისო პრემია, პოლ ერლიხისა და ლუდვიგ დარმშტედტერის პრემია, ლუიზა გროს ჰორვიცის პრემია[7] , ვიქტორიის საპატიო ქალების სია, Albany Medical Center Prize, ალფრედ სლოუნის პრემია[8] , Dr A.H. Heineken Prize for Medicine, დიქსონის პრემია მედიცინაში, Gruber Prize in Genetics, Pearl Meister Greengard Prize, როზენშტილის პრემია[9] , კალიფორნიის დიდების დარბაზი, ედმუნდ ბიჩერ უილსონის მედალი[10] , კეიოს სამედიცინო სამეცნიერო პრემია[11] , Meyenburg Prize, Bristol-Myers Squibb Award for Distinguished Achievement in Cancer Research[12] , ASCB Public Service Award, შარლ ლეოპოლდ მაიერის გრან-პრი, მოლეკულური ბიოლოგიის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრემია[13] , კით პორტერის სახელობის ლექცია, WICB Senior Award, Weizmann Women & Science Award, Time 100[14] , რობერტ ჯ. და კლერ პასაროვის ფონდის პრემია კიბოს კვლევაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის[15] , სამეფო მედალი, Corresponding Member of the Australian Academy of Science, Fellow of the Royal Society of New South Wales[16] , ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი, ჰარვარდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[17] , honorary doctor of Brandeis University, Companion of the Order of Australia[18] , Vanderbilt Prize in Biomedical Science[19] , Distinguished Fellow of the Royal Society of New South Wales[20] , ამერიკის ქიმიკოსთა ინსტიტუტის ოქროს მედალი[21] , Australia Prize, დიდი იმიგრანტების ჯილდო[22] , Clarivate Citation Laureates[23] და AACR-G.H.A. Clowes Award for Outstanding Basic Cancer Research[24]
საიტი blackburnlab.ucsf.edu
სამეცნიერო სფერო მოლეკულური ბიოლოგია, ბიოქიმია

ელიზაბეტ ჰელენ ბლეკბერნი (ინგლ. Elizabeth Helen Blackburn; დ. 26 ნოემბერი, 1948, ჰობარტი, ტასმანია, ავსტრალია) — ავსტრალიელი და ამერიკელი მოლეკულური ბიოლოგი და ბიოქიმიკოსი. 2009 წელს კეროლ გრეიდერთან და ჯეკ შოსტაკთან ერთად ქრომოსომების სტაბილურობის დაცვაში ტელომერებისა და ფერმენტ ტელომერაზას როლის კვლევისთვის მიიღო ნობელის პრემია ფიზიოლოგიის და მედიცინის დარგში.

ელიზაბეტ ჰელენ ბლეკბერნი დაიბადა ექიმების ოჯახში კუნძულ ტასმანიაზე 1948 წელს. დაამთავრა მელბურნის უნივერსიტეტის საბაკალავრო (1970) და სამაგისტრო (1972) პროგრამები და კემბრიჯის უნივერსიტეტის დოქტურანტურა (1975). კემბრიჯში მუშაობდა ბრიტანელი ბიოქიმიკოსის, ფრედერიკ სანგერის ლაბორატორიაში ბაქტერიოფაგ ϕX174-ის ნუკლეინის მჟავების შემადგენლობაზე და გაეცნო დნმ სექვენირების მეთოდს. დოქტურანტურის შემდგომი სამეცნიერო მუშაობა იალეს უნივერსიტეტში, ამერიკელი უჯრედული ბიოლოგისა და გენეტიკოსის ჯოზეფ გალის ლაბორატორიაში განაგრძო. ბლეკბერნი დაინტერესდა გალის კვლევებით ქრომოსომების სტრუქტურისა და რეპლიკაციის შესახებ და დაიწყო უმარტივეს ტეტრაჰიმენას ქრომოსომების შესწავლა. მან შეძლო ამ ორგანიზმის ტელომერების შემადგენლობის სექვენირება და აღმოაჩინა, რომ ტელომერები დნმ-ის მოკლე განმეორებადი სეგმენტებისგან შედგება.[25][26]

1978 წელს ბლეკბერნი გახდა ბერკლიში კალიფორნიის უნივერსიტეტის მოლეკულური ბიოლოგიის ასისტენტ-პროფესორი და განაგრძო ტეტრაჰიმენას ტელომერების კვლევა. 1980 წელს შეხვდა ამერიკელ მეცნიერ ჯეკ შოსტაკს, რომელიც ასევე დაინტერესებული იყო ტელომერებით. სოკოსა და ტეტრაჰიმენას მოდელებზე დაყრდნობით ორმა მეცნიერმა დაიწყო ერთობლივი კვლევა ტელომერების ფუნქციის გარკვევის მიზნით. 1984 წელს ბლეკბერნმა და მისმა უმცროსმა თანამშრომელმა, კეროლ გრეიდერმა აღმოაჩინეს ფერმენტი ტელომერაზა. მათმა შემდგომმა კვლევამ აჩვენა, რომ ტელომერაზა გადამწყვეტ როლს თამაშობს ქრომოსომების დაცვაში, რადგან შეუძლია ტელომერებს მიამატოს დნმ-ის ფრაგმენტი. 1990 წელს ბლეკბერნი სან-ფრანცისკოში კალიფორნიის უნივერსიტეტის ბიოქიმიისა და ბიოფიზიკის, ასევე მიკრობიოლოგიისა და იმუნოლოგიის დეპარტამენტების პროფესორად აირჩიეს. 1993 წელს იგი გახდა ამავე უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიისა და იმუნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ბლეკბერნის შემდგომდროინდელი კვლევები შეეხებოდა ტელომერებისა და ტელომერაზას გენური შემადგენლობასა და ფუნქციებს, ასევე მათი როლის გარკვევას სიმსივნურ და დაბერების პროცესებში.[25][26]

თავისი კარიერის მანძილზე ბლეკბერნს გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი, მიღებული აქვს სხვადასხვა საპატიო წოდება და ჯილდო, მათ შორის გაირდნერის ფონდის საერთაშორისო პრემია (1998, გრეიდერთან ერთად), ლუის როზენშტილის პრემია ბაზისურ სამედიცინო მეცნიერებებში გამორჩეული შრომისთვის (1998, გრეიდერთან ერთად), ალბერტ ლასკერის პრემია ბაზისურ სამედიცინო მეცნიერებებში (2006, გრეიდერთან და შოსტაკთან ერთად). 2009 წელს კეროლ გრეიდერთან და შოსტაკთან ერთად მიიღო ნობელის პრემია ფიზიოლოგიის ან მედიცინის დარგში.[25] 2002 წელს ბლეკბერნი დაინიშნა აშშ ბიოეთიკის საპრეზიდენტო საბჭოს წევრად. მხარს უჭერდა ადამიანის ემბრიონულ უჯრედებზე კვლევებს, რაც წინააღმდეგობაში მოდიოდა ჯორჯ უოკერ ბუშის ადმინისტრაციის პოზიციასთან. 2004 წელს ამერიკის მთავრობამ საბჭოს წევრობა შეუწყვიტა.[27][28]

  1. Czech National Authority Database
  2. http://www.salk.edu/news-release/nobel-laureate-elizabeth-blackburn-named-salk-institute-president/
  3. http://www.laskerfoundation.org/awards/2006basic.htm
  4. http://www.nobelprize.org/nobel_prizes/medicine/laureates/2009/blackburn-bio.html
  5. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  6. https://harveypz.net.technion.ac.il/harvey-prize-laureates/
  7. https://www.cuimc.columbia.edu/research/louisa-gross-horwitz-prize/horwitz-prize-awardees/2010-2001-awardees
  8. GM Cancer Previous Prize Winners
  9. https://www.brandeis.edu/rosenstiel/rosenstiel-award/past.html
  10. https://www.ascb.org/award/e-b-wilson-medal/
  11. https://www.ms-fund.keio.ac.jp/en/prize/list.html
  12. GRANTS AND AWARDS PROGRAM FACT SHEET
  13. https://www.nasonline.org/programs/awards/molecular-biology.html
  14. http://content.time.com/time/specials/2007/completelist/0,29569,1595326,00.html
  15. Science Careers — 2013.
  16. https://www.royalsoc.org.au/about-us/fellows
  17. https://www.harvard.edu/on-campus/commencement/honorary-degrees
  18. Australian Honours Search Facility
  19. https://www.vumc.org/oor/vanderbilt-prize-biomedical-science
  20. https://gazette.legislation.nsw.gov.au/so/download.w3p?id=Gazette_2018_2018-13.pdf
  21. https://www.theaic.org/award_winners/goldmedal.html
  22. https://www.carnegie.org/awards/great-immigrants/2010-great-immigrants/
  23. https://clarivate.com/citation-laureates
  24. https://www.aacr.org/professionals/research/scientific-achievement-awards-and-lectureships/scientific-award-recipients/aacr-clowes-award-recipients/
  25. 25.0 25.1 25.2 Elizabeth H. Blackburn, Encyclopædia Britannica. 2019. ნანახია 15 თებერვალი, 2020.
  26. 26.0 26.1 Elizabeth H. Blackburn, Nobel Media AB. ნანახია 15 თებერვალი, 2020.
  27. President Names Members of Bioethics Council. ციტირების თარიღი: 2019-03-16
  28. Blackburn, Elizabeth & Rowley, Janet (2004). „Reason as Our Guide“. PLoS Biology. 2 (4): e116. doi:10.1371/journal.pbio.0020116. PMC 359389. PMID 15024408. დამოწმება იყენებს მოძველებულ პარამეტრს |lastauthoramp= (დახმარება)