ტელომერები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქრომოსომაზე ტელომერების განლაგების სქემა

ტელომერები (ძვ. ბერძნ. τέλος-დან — „დასასრული“, „ბოლო“ და μέρος-დან — „ნაწილი“) — ქრომოსომების დამაბოლოვებელი უბნები. ქრომოსომების ტელომერული უბნებისთვის დამახასიათებელია სხვა ქრომოსომებთან ან მათ ფრაგმენტებთან დაკავშირების შესაძლებლობის არქონა. ტელომერები დამცველობით ფუნქციას ასრულებენ.

ტერმინი „ტელომერა“ შემოიღო გერმან მელერმა 1932 წელს[1].

ევკარიოტების უმრავლესობის ტელომერები შედგება სპეციალიზირებული ხაზოვანი ქრომოსომული დნმ-სგან, რომელიც შედგება მოკლე ტანდემური განმეორებებისგან. ქრომოსომების ტელომერულ უბნებში ტელომერულ დნმ-გამეორებებთან სპეციფიკურად დაკავშირებად ცილებთან ერთად დნმ ქმნის ნუკლეოპროტეიდურ კომპლექსს — კონსტიტუციურ (სტრუქტურულ) ტელომერულ ჰეტეროქრომატინს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Muller H.J. Further studies on the nature and causes of gene mutations // Proc. Sixth Int. Congr. Genet. 1932. V.1. P.213-255.