ელიზაბეთ მრემა
ელიზაბეთ მრემა | |
---|---|
დაბადების სახელი | ელიზაბეთ მარუმა მრემა |
დაბადების თარიღი |
5 იანვარი, 1957 მოშის რაიონი, ტანზანია |
ალმა-მატერი | დარ-ეს-სალამის უნივერსიტეტი |
ელიზაბეთ მარუმა მრემა (დ. 5 იანვარი, 1957) ― ტანზანიელი ბიომრავალფეროვნების ლიდერი და იურისტი. ამჟამად მონრეალში, კანადაში ცხოვრობს. 2020 წლიდან არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის აღმასრულებელი მდივანი.[1][2] პირველი აფრიკელი ქალი, რომელმაც აღნიშნული თანამდებობა დაიკავა.[1] წარსულში გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის სხვადასხვა თანამდებობა ეკავა.
განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მრემამ დარ-ეს-სალამის უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამა დაამთავრა. სამართლის მაგისტრის ხარისხი დელჰაუზის უნივერსიტეტში (ჰალიფაქსი, კანადა) მიიღო, ხოლო საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის დოქტორის ხარისხი დარ-ეს-სალამის საგარეო ურთიერთობებისა და დიპლომატიის ცენტრში.[3]
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გაეროს გარემოსდაცვით პროგრამაში მუშაობის დაწყებამდე მრემა ტანზანიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროში მრჩევლად მუშაობდა.[4] აგრეთვე მუშაობდა საგარეო ურთიერთობათა და დიპლომატიის ტანზანიის ცენტრში, სადაც საერთაშორისო საჯარო სამართალსა და საკონფერენციო დიპლომატიას ასწავლიდა.[4]
2009-2012 წლებში ბონში (გერმანია) სხხვადასხვა ორგანზიაციაში მუშაობდა. 2009 წელს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის ბალტიის, ჩრდილო-აღმოსავლეთ ატლანტის, ირლანდიისა და ჩრდილოეთის ზღვების პატარა ვეშაპისნაირთა კონსერვაციის შესახებ შეთანხმების მოქმედ აღმასრულებელ მდივნად, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის ველურ ცხოველთა მიგრატორი სახეობების კონსერვაციის შესახებ კონვენციის სამდივნოს აღმასრულებელ მდივნად და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის გორილების შესახებ შეთანხმების აღმასრულებელი მდივნის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.[4]
2012 წლიდან მრემა გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის ეკოსისტემების განყოფილების დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. ამ პოზიციაზე ყოფნისას ორგანიზაციის კოორდინაციის, ოპერაციებისა და პროგრამების მეთვალყურეობა ევალებოდა.[4] 2014 წლის ივნისში გაეროს გარემოს პროგრამის სამართლის განყოფილების დირექტორად დაინიშნა.[4] 2018 წელს დამატებით მუშაობდა კორპორატიული სერვისების განყოფილების დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად.[4] 2019 წლის დეკემბერიდან გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის სამდივნოს აღმასრულებელი მდივნის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა,[4] ხოლო 2020 წლის ივლისიდან აღმასრულებელი მდივნის თანამდებობა დაიკავა.[3]
ელიზაბეთ მრემა სამართლის განყოფილების დირექტორი იყო და გაეროს გარემოსდაცვით პროგრამაში 20 წელზე მეტ ხანს მუშაობდა.[5]
სხვა საქმიანობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მრემა ნაირობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში მოხალისე ლექტორად მუშობს, ხოლო წარსულში საერთაშორისო განვითარების სამართლის ორგანიზაციის მოხალისედ მუშაობდა რომში, იტალიაში.[4]
გამოქვეყნებული აქვს სტატიები საერთაშორისო გარემოსდაცვით სამართალში. ჩამოაყალიბა გავლენიანი ზოგადი პრინციპები მრავალმხრივი გარემოსდაცვითი შეთანხმებებისა და გარემოსდაცვით სამართალში სხვადასხვა საკითხის შესახებ.[4]
ჯილდოები და წოდებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2007 წელს მრემა გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის წლის საუკეთესო მენეჯერად დაასახელეს „გამორჩეული საქმიანობისა და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის მიზნების შესაბამისი მიღწევებისთვის“.[4]
2021 წელს ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის გარემოსდაცვითი სამართლის მსოფლიო კომისიამ გაეროს გარემოსდაცვით პროგრამასთან ერთად გარემოსდაცვით სამართალში შეტანილი წვლილისთვის ელიზაბეთ მრემა ნიკოლას რობინსონის პრემიით დაჯილდოვდა.[6]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Mallapaty, Smriti (2020-06-30). „The biodiversity leader who is fighting for nature amid a pandemic“. Nature (ინგლისური). doi:10.1038/d41586-020-01947-9.
- ↑ UN launches biodiversity talks on deal to protect nature en (2022-03-14). ციტირების თარიღი: 2022-03-23
- ↑ 3.0 3.1 Executive Secretary of the Secretariat of the Convention on Biological Diversity en (2019-12-02). ციტირების თარიღი: 2020-07-01
- ↑ 4.00 4.01 4.02 4.03 4.04 4.05 4.06 4.07 4.08 4.09 Environment, U. N.. (2017-10-17) Elizabeth Mrema en. ციტირების თარიღი: 2020-07-01
- ↑ Unit, Biosafety. (2021-08-05) Executive Secretary en. ციტირების თარიღი: 2022-03-28
- ↑ Unit, Biosafety. (2021-08-05) Executive Secretary en. ციტირების თარიღი: 2022-03-28