ელიელ საარინენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ელიელ საარინენი
Eliel Saarinen.jpg
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 20 აგვისტო 1873(1873-08-20)[1] [2]
დაბ. ადგილი რანტასალმი
გარდ. თარიღი 1 ივლისი 1950(1950-07-01)[1] (76 წლის)
გარდ. ადგილი ბლუმფილდ-ჰილზი[3]
ნამუშევრები და მიღწევები
საქმიანობა არქიტექტორი[4] და ქალაქთმშენებელი
მოქალაქეობა ფინეთი
აშშ[5] [6]
მიმართულება არტ-ნუვო, არტ-დეკო და საერთაშორისო სტილი
ალმა-მატერი ჰელსინკის ტექნოლოგიის უნივერსიტეტი
მნიშვნელოვანი პროექტები Helsinki Central Railway Station
ჯილდოები აამერიკის არქიტექტორთა ინსტიტუტის ოქროს მედალი, სამეფო ოქროს მედალი, კარსლსრუეს ტექნოლოგიების ინსტიტუტის საპატიო დოქტორი, ჰარვარდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, კემბრიჯის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და Fellow of the American Institute of Architects
შვილ(ებ)ი ეერო საარინენი

გოტლიბ ელიელ საარინენი (ფინ. Gottlieb Eliel Saarinen; დ. 20 აგვისტო, 1873 — გ. 1 ივლისი, 1950) — ფინელი არქიტექტორი, რომელმაც სახელი არტ-ნუვოს სტილის შენობებით გაითქვა XX საუკუნის დასაწყისში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განათლება ჰელსინკიში მიიღო. მისი პირველი მნიშვნელოვანი ნამუშევარი, 1900 წლის მსოფლიო გამოფენის ფინური პავილიონი სტილისტურ გავლენათა არაორდინალური შერწყმა გამოდგა, მასში გაერთაინდა ფინური ხის არქიტექტურა, ბრიტანული გოთური აღორძინება და იუგენდსტილი. საარინენის ადრეულ მანერას მოგვიანებით ფინური ეროვნული რომანტიციზი უწოედეს, რამაც კულმინაციას ჰელსინკის რკინიგზის სადგურის პროექტში ჰპოვა (1910-1914). მასვე ეკუთვნის მარკას ბანკნოტების დიზაინი, რომელიც 1922 წელს შევიდა ბრუნვაში.

საარინენი 1923 წელს აშშ-ში გადადის ჩიკაგოში ტრიბუნის ტაუერისთვის კონკურსში წარმატების შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ამ კონკურსში მეორე ადგილზე გავიდა და მისი პროექტი ჩიკაგოში არ აშენებულა, ეს დიზაინი სრულად განხორციელდა გალფ-ბილდინგში, ჰიუსტონში, ტეხასი. საარინენი მას შემდეგ პროფესიულ და აკადემიურ კარიერს მიჩიგანში აგრძელებს.

1925 წელს ჯორჯ გაფ ბუზმა მას კრენბრუკის საგანმანათლებლო საზოგადოების კამპუსის დაპროექტება სთხოვა, რომელიც ბაუჰაუზის ამერიკული ეკვივალენტი უნდა გამხდარიყო. საარინენი აქ ასწავლიდა და შემდგომში, 1932 წელს, კრენბრუკის ხელოვნების აკადემიის პრეზიდენტი გახდა. მის სტუდენტთა შორის იყვნენ რეი კაიზერი და ჩარლზ იმსი.

შემდგომში ის მიჩიგანის უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის პროფესორი ხდება; ამჟამად მიჩიგანის არქიტექტურისა და ქალაქგეგმარების კოლეჯი მის სახელს ატარებს.

საარინენის ვაჟი, ეერო (1910-1961), XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ამერიკელი არქიტექტორი ხდება საერთაშორისო სტილში.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Saarinen, Eliel (1985). The search for form in art and architecture. New York: Dover. 
  • Saarinen, Eliel (1943). The City: Its Growth, its decay, its future. New York: Reinhold publishing corporation. 
  • Hausen, Marika (ed) (1984). Eliel Saarinen: 1873-1950 - Works in Finland. Helsinki: Museum of Finnish Architecture. 
  • A&E with Richard Guy Wilson, Ph.D.,(2000). America's Castles: Newspaper Moguls, Pittock Mansion, Cranbrook House & Gardens, The American Swedish Institute. A&E Television Network.
  • Hill, Eric J. and John Gallagher (2002). AIA Detroit: The American Institute of Architects Guide to Detroit Architecture. Wayne State University Press. ISBN 0-8143-3120-3. 
  • Pelkonen, Eeva-Liisa (2006). Eero Saarinen. New Haven: Yale University Press. ISBN 0-300-11282-3. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 BNF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. Klinge M. Kansallisbiografia
  3. Sanna A. (unspecified title)ISBN 978-88-6637-024-6, 978-88-6637-023-9, 978-88-6637-025-3
  4. Arkitekter verksamma i Sverige — 2014.
  5. Smithsonian American Art Museum person/institution ID
  6. Klinge M. Kansallisbiografia