ელიაღასი
იერსახე
ელიაღასი (თურქ. el — ხალხი, ტომი aga — ბატონი) — ელის უფროსი. ელიაღასი განაგებდა ელს, კრებდა გადასახადებს, არჩევდა სამოქალაქო და სისხლისსამართლებრივ საქმეებს. ელის იურისდიქციიდან ამოღებული იყო მკვლელობის, გაუპატიურების, თვალის ამოგდებისა და კბილის ჩამტვრევის შემთხვევები, რომელთაც მდივანბეგი განიხილავდა. თანამდებობის დაკავებისას ელს 12 მანეთი („მინალთუნი“) ეძლეოდა.
წყარო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული სამართლის ძეგლები, ი. სურგულაძის გამოც., თბ., 1970;
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 125.