ელენე ჩიჯავაძე
იერსახე
ელენე ჩიჯავაძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 24 ნოემბერი, 1883 ან 24 თებერვალი, 1883[1] |
დაბ. ადგილი | განჯალა, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდ. თარიღი | 20 მარტი, 1969[1] |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია![]() ![]() |
საქმიანობა | მიკრობიოლოგი და ექიმი[1] |
ალმა-მატერი | სანქტ-პეტერბურგის ქალთა სამედიცინო ინსტიტუტი |
ელენე ჩიჯავაძე (დ. 24 ნოემბერი, 1883 — გ. 20 მარტი, 1969) — პირველი ქართველი მიკრობიოლოგი ქალი.
ელენე დავითის ასული ჩიჯავაძე დაიბადა 1883 წელს სოფელ განჯალაში (ამჟამინდელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი). 1913 წელს დაამთავრა პეტერბურგის ქალთა სამედიცინო ინსტიტუტი. აკადემიკოს დ. ზაბალტონის მოწაფე.
ქუთაისში დააარსა ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია, ხოლო თბილისში დააარსა ჰიდრო-ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია, რომელსაც ხელმძღვანელობდა 1925-1931 წლებში. თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის, შემდგომში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მიკრობიოლოგიის კათედრის ასისტენტი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ელენე ჩიჯავაძე — საქართველოს ექიმები, nplg.gov.ge
- WOMEN’S HISTORY MONTH დაარქივებული 2014-03-10 საიტზე Wayback Machine.
- ↑ 1.0 1.1 1.2 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.