ელენე საყვარელიძე
იერსახე
ელენე საყვარელიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი |
26 დეკემბერი, 1924 ქუთაისი |
გარდაცვალების თარიღი | 2006 |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
პროფესია | მსახიობი |
ჯილდოები | საქართველოს სახალხო არტისტი |
ელენე საყვარელიძე (დ. 26 დეკემბერი, 1924, ქუთაისი — გ. 2006) — ქართველი მსახიობი. საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1990).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა ქუთაისში 1924 წლის 26 დეკემბერს. 1942 წელს დაამთავრა თბილისის მე-15 საშ. სკოლა. 1946 წელს კი საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი, 1971 წელს — იმავე ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი. 1970–1991 წლებში თბილისის საესტრადო ხელოვნების სასწავლებელში კითხულობდა მსახიობის ოსტატობისა და მეტყველების კურსს. 1946–1953 წლებში მუშაობდა სოხუმის თეატრის ქართულ დასში, ხოლო 1954 წლიდან თბილისის რუსთაველის თეატრში.
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1949 — ბედნიერი შეხვედრა — მასწავლებელი
- 1966 — შეხვედრა წარსულთან — ექთანი
- 1967 — ქალაქი ადრე იღვიძებს
- 1969 — დიდოსტატის მარჯვენა
- 1970 — სემირამიდას ბაღები
- 1977 — დათა თუთაშხია — ივლიტა