ელენე ლუხუტაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ელენე ლუხუტაშვილი
დაიბადა 9 ოქტომბერი, 1929
დაბადების ადგილი თელავი, თელავის მაზრა, კახეთის ოლქი, სსსრ, სსრკ
გარდაიცვალა 22 დეკემბერი, 2019 (90 წლის)
გარდაცვალების ადგილი თელავი, თელავის მუნიციპალიტეტი, საქართველო
ეროვნება ქართველი
სფერო ხატვა
მომზადება თვითნასწავლი
ჯილდოები თელავის საპატიო მოქალაქე

ელენე ლუხუტაშვილი (დ. 9 ოქტომბერი, 1929, თელავი — გ. 22 დეკემბერი, 2019, იქვე ) — ქართველი თვითნასწავლი ხელოვანი, მხატვარი. თელავის საპატიო მოქალაქე (2018).[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხატვით ბავშვობაში დაინტერესდა. სამხატვრო მუშაობა მატერიალური მდგომარეობის გამო (დედამისი დაავადდა, მამამ ოჯახი მიატოვა და თვითონ თავშესაფარში რამდენჯერმე მოხვდა) ქუჩაში დაყრილი ნივთებისგან დაიწყო. აქედან მოყოლებული სურათებს ქმნიდა შუშის ბოთლების, ჭურჭლის, თიხის ნამტვრევებით, ქვებით, ცემენტისა და ქვიშის გამოყენებით, კანფეტების ქაღალდებისგან. ნახატებზე გამოსახავდა საქართველოს მეფეებს, ბიბლიურ სიუჟეტებს, ცხოველებს, აგრეთვე შიშველ ქალებს ბუნებაში. 1990-იან წლებში ორჯერ აქვს მიღებული მონაწილეობა საფრანგეთში გამართულ ჯგუფურ გამოფენებში. შექმნილი აქვს 500-მდე ნამუშევარი. 2016 წელს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ელენე ლუხუტაშვილის პერსონალური გამოფენა მოეწყო.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საპატიო თელაველები. თელავის მუნიციპალიტეტის ოფიციალური საიტი. ციტირების თარიღი: 26 დეკემბერი, 2019.
  2. გარდაიცვალა თვითნასწავლი მხატვარი ელენე ლუხუტაშვილი. sputnik საქართველო (22 დეკემბერი, 2019). ციტირების თარიღი: 26 დეკემბერი, 2019.