შინაარსზე გადასვლა

ელეკ ბენედეკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელეკ ბენედეკი
დაბადების თარიღი 30 სექტემბერი 1859
სოფ. კიშბაცონი, კოვსანა, რუმინეთი
გარდაცვალების თარიღი 17 აგვისტო 1929 (69 წლის)
კოვასნა, რუმინეთი
დაკრძალულია სოფ. კიშბაცონი, კოვსანა, რუმინეთი
მოქალაქეობა უნგრეთის დროშა უნგრეთი
საქმიანობა მწერალი, ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, საბავშვო მწერალი
შვილ(ებ)ი მარსელ ბენედეკი

ელეკ ბენედეკი ( დ. 30 სექტემბერი, 1859, სოფელი კიშბაცონი, ტრანსილვანია, ავსტრიის იმპერია – გ. 17 აგვისტო, 1929, კიშბაცონი, კოვსანა, რუმინეთი) – უნგრელი ჟურნალისტი და მწერალი, აგროვებდა და ლიტერატურულად ამუშავებდა უნგრულ ხალხურ ზღაპრებს.[1]

დაიბადა ტრანსილვანიის სოფელ კიშბაცონში, ტრანსილვანიაში, ავსტრიის იმპერიაში. სწავლობდა სეკელიუდვარჰელიში (ამჟამად, ოდორჰეიუ სეკუესკში), მოგვიანებით გადავიდა ბუდაპეშტში და იქ გააგრძელა სწავლა.

სტუდენტობის პერიოდში იობ სებესთან ერთად შეუდგა ფოლკლორის ელემენტების ხალხური სიმღერების, ბალადების, ზღაპრების და ლეგენდების შეგროვებას. შედეგად, გამოვიდა ტრანსილვანიური ხალხური ზღაპრების კრებული, რომელსაც დადებითი გამოხმაურება მოჰყვა კრიტიკოსების მხრიდან. ამის შემდეგ ელეკ ბენეტეკმა შეწყვიტა სწავლა და დაიწყო მუშაობა გაზეთ Budapest Hírlap - ის რედაქციაში. მოგვიანებით თანამშრომლობდა სხვა გაზეთებთან.

1887-1892 წლებში ელეკ ბენედეკი იყო ბუდაპეშტში უნგრეთის პარლამენტის წევრი. თავის გამოსვლებში მხარს უჭერდა ახალგაზრდულ ლიტერატურას და „ხალხურ პოეზიას“, ხალხურ ენასა და სახალხო განათლებას.[2]

1889 წელს ლაიოშ პოსასთან ერთად მან დააარსა პირველი უნგრული ლიტერატურული ჟურნალი ახალგაზრდებისთვის Az Én Újságom (ჩემი ჟურნალი).

ელეკ ბენედეკი იყო კრებულების „ტრანსილვანიური უნგრული ზღაპრები“ (1885) და „ტრანსილვანიური უნგრული ისტორიები“ (1891) რედაქტორი. ბენედეკის ყველაზე დიდი გამოწვევა იყო ხუთტომეული კრებული Magyar mese-és mondavilág („უნგრეთის ზღაპრებისა და ლეგენდების სამყარო“ ), რომელიც გამოიცა 1894-1896 წლებში და უნგრეთის ათასწლეულის აღსანიშნავად.

მწერალმა უნგრულ ენაზე თარგმნა ძმები გრიმების ზღაპრები და ათასი და ერთი ღამე .

1885 წელს გამოიცა კრებული Székely Tündérország („სეკლერის ზღაპარი“), რომელშიც შედიოდა ავტორების პირველი ორიგინალური ზღაპრები. ექვსი წლის შემდეგ, 1891 წელს, გამოვიდა Székely Mesemondo („მეზღაპრე სეკლერი“).

1900 წელს შეუერთდა ცნობილი უნგრელი მწერლებისა და პოეტების ჯგუფს "Kisfaludy Group/Kisfaludy Tarsasag". ელეკ ბენედეკი ასევე იყო ლექსების, დრამების, რომანების და ისტორიული მხატვრული წიგნების ავტორი, მაგრამ ყველაზ მეტად ცნობილი გახდა  ზღაპრების კრებულით "Szekely Fairy-Tales".

მან ასევე გამოაქვეყნა წიგნების სერია ახალგაზრდებისთვის Kis Könivtar (პატარა ბიბლიოთეკა), რომელიც მოგვიანებით გამოვიდა Benedek Elek Kis Köniwtara-ის სახელწოდებით („ბენედეკ ელეკის პატარა ბიბლიოთეკა“).

ტრანსილვანიის რუმინეთთან ანექსიის (1918) და ტრიანონის საზავო ხელშეკრულების (1920) შემდეგ მწერალი გაემგზავრა მშობლიურ სოფელ კიშბაცონში (რუმინულ ენაზე - Bățanii Mici). სადაც გარდაცვალებამდე იყო ახალგაზრდული ჟურნალ Cimbora-ს („მეგობარი“) რედაქტორი.

ელეკ ბენედეკი გარდაიცვალა 69 წლის ასაკში 1929 წლის 17 აგვისტოს სოფელ კიშბაცონში.

ელეკ ბენედეკის შვილი იყო მწერლი და მთარგმნელი მარსელ ბენედეკი (1885-1969).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Bibliothèque nationale de France BnF identifikatoru (ფრანგ. .): açıq məlumat platforması. 2011.
  2. Bardócz Orsolya honlapja (archivált változat)