ეკლესია ნაწერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ეკლესია ნაწერი — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფელ ვანთიდან დაახლოებით 6-7 კილომეტრზე. ტყეში, მთის წვერზე. თარიღდება შუა საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია, ნაგებია არაწესიერი ფორმის სხვადასხვა ზომის ქვიშაქვით, რიყის ქვით და კირის ხსნარით. წყობა ქაოსურია. გარედან კედლების ზედაპირი, გასწორებულია ბათქაშით, შიგნით კი შელესილია.

შესასვლელი სამხრეთითაა. კარის გადახურვა და მის ზემოთ კედელი დანგრეულია. ჩამონგრეულია კამარაც. ეკელსიის შემორჩენილ კელებზემცენარეულობაა ამოსული.

აღმოსავლეთ ნახევარწრიული აფსიდია, რომლის ცენტრში ვიწრო, ოთხკუთხა სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ჩრდილოეთით და სამხრეთით მოწყობილია თითო, ოთხკუთხა ნიშა. ერთი, პატარა ნიშა დასავლეთის კედლის შუაშიცაა. აფსიდში, სარკმლის ქვემოთ, კედელზე, მიდგმულია კუბური ფორმის ტრაპეზი. ეკლესია მოხატული ყოფილა. აფსიდში იკითხება ორნამენტის მკრთალი ნახატი, დასავლეთის კედლის ზედა ნაწილში კი ღვთისმშობლისა და ყრმის გამოსახულების ფრაგმენტებია შემორჩენილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]