ევროპული მურენა
ევროპული მურენა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Muraena helena (Linnaeus, 1758) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
![]() IUCN 3.1 Least Concern : 194974 | |||||||||||||||
|
ევროპული მურენა (ლათ. Muraena helena) — თევზი მურენასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 150 სმ, მასა — 15 კგ. გავრცელებულია ძირითადად ხმელთაშუა ზღვაში, გვხვდება აზორის კუნძულებთან და მდინარე სენეგალის შესართავთან.[1] აქვს გლუვი, უქერცლო კანი, რომელიც ლორწოს სქელი ფენით არის დაფარული. ზურგის ფარფლი თავის უკან იწყება მთელ ზურგს გასდევს. აქვს ფართო ყბები. კბილები უკანაა მიმართული, საკმაოდ სქელია; შეუძლია მათი წინ გამოწევა. ნადირობისას ძირითადად ყნოსვას იყენებს, მხედველობა სუსტადაა განვითარებული — თვალები მცირე ზომისაა. მსხვერპლს ეძებს წყვდიადში. გააჩნია მეორეული ყბები. სქესობრივ სიმწიფეს დაახლოებით 5 წელში აღწევს. ჩანასახის განვითარება რამდენიმე დღე გრძელდება, რაც წყლის ტემპერატურაზეა დამოკიდებული. ღია წყლებში ყრის 60 000-მდე ქვირითს; ახასიათებს გარეგანი განაყოფიერება. იკვებება კიბოსნაირებითა და თევზებით, ზოგჯერ ნარჩენებითაც.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ელდერტონი, დევიდ, „ცხოველების ენციკლოპედია“, მთარგმ. ნ. ბელთაძე, გვ. 16, თბ.: გამომც. „პალიტრა L“, 2018.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ევროპული მურენა (ინგლისური) FishBase-ის ბაზაში.