შინაარსზე გადასვლა

ევროპული აღზრდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ევროპული აღზრდა“

ავტორი რომენ გარი
ენა ფრანგული ენა
გამოცემის თარიღი 1945

ევროპული აღზრდა — ფრანგი მწერლის, რომენ გარის, რომანი. პირველად გამოიცა ინგლისში 1944 წელს სათაურით „ბრაზის ტყე“, საფრანგეთში კი 1945 წელს გამოქვეყნდა.

ესაა პირველი რომანი, რომელიც ავტორმა რომენ გარის სახელით გამოსცა. მან წიგნის წერა 1941 წელს დაიწყო და მისი ძირითადი ნაწილი 1943 წელს დაწერა, როცა საფრანგეთის საჰაერო ძალებში ავიატორად მსახურობდა და ჩრდილოეთ აფრიკაში იბრძოდა. რომანმა კრიტიკოსთა ყოველწლიური პრემია მოიპოვა და საზოგადოებისგან დიდი მოწონება დაიმსახურა, ითარგმნა 27 ენაზე. 1956 წელს ავტორმა რომანი განახლებული ფორმით „ევროპული აღზრდის“ სათაურით გამოსცა, რითაც მისი საბოლოო ვერსია დადგინდა.[1].

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

რომანში მოქმედება ნაცისტების მიერ ოკუპირებულ პოლონეთში, სტალინგრადის ბრძოლის მიმდინარეობისას ვითარდება. 14 წლის იანეკ ტვარდოვსკის ექიმმა მამამ ტყეში სამალავი მოუწყო. მისი ორი ვაჟი ბრძოლაში დაიღუპა, ცოლი კი გერმანელებმა გრაფ პულაცკის სასახლეში გაიტაცეს. იგი მეუღლის გამოხსნას შეეწირება, რის შემდეგაც იანეკი პარტიზანთა რაზმს უერთდება.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Ralph Schoolcraft III, « Une éducation européenne : de Roman Kacew à Romain Gary », in Premiers romans : 1945-2003 de Johan Faerber (dir.) et Marie-Odile André (dir.), Presses Sorbonne Nouvelle, 2005, ISBN 9782878547382