ევროპის დღე
1950 წლის 9 მაისს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რობერ შუმანი პარიზში გამოვიდა განცხადებით,[1] სადაც მან წამოაყენა ევროპული ინტეგრაციის იდეა. ამიტომ 9 მაისი აღინიშნება, როგორც ევროპის კავშირის დაბადების დღე. მისი განხორციელება დაიწყო 1951 წელს, როდესაც შეიქმნა ქვანახშირისა და ფოლადის ევროპული გაერთიანება 6 ქვეყნის (საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, ბელგია, ლუქსემბურგი) მონაწილეობით. დღეისათვის ევროპის კავშირი 27 ქვეყანას აერთიანებს.
სხვა წყაროების თანახმად, ევროპის გაერთიანების დღედ 5 მაისსაც თვლიან, ვინაიდან 1949 წლის 5 მაისს ლონდონში ხელი მოეწერა ევროპის საბჭოს წესდებას. იგი ძალაში შევიდა იმავე წლის 3 აგვისტოს და დღეისათვის ევროპის ყველაზე წარმომადგენლობით საკონსულტაციო ორგანიზაციად ითვლება. ევროპის საბჭოში 50-ზე მეტი ქვეყანაა გაერთიანებული, მათ შორის საქართველოც.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- The symbols of the EU
- Europe Day, 9 May დაარქივებული 2009-12-21 საიტზე Wayback Machine.
- Declaration of 9 May 1950
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Does the EU have a "National" Day? დაარქივებული 2009-05-04 საიტზე Wayback Machine. , European Commission Delegation to Ukraine.