შინაარსზე გადასვლა

ევილინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ევილინი“
ავტორი ჯეიმზ ჯოისი
ქვეყანა ირლანდია
ენა ინგლისური
ჟანრი ნოველა
გამოცემის თარიღი 1914
წინამორბედი არაბეთი
მომდევნო After the Race

ევილინი (ინგლ. Eveline) — ჯეიმზ ჯოისის ნოველა, რომელიც შევიდა, ირლანდიელი მწერლის მიერ 1914 წელს გამოქვეყნებულ ნოველათა კრებულ დუბლინელებში.

ახალგაზრდა ქალი, დაახლოებით ცხრამეტი წლის, ზის ფანჯარასთან და უცდის იმ მომენტს როდესაც სახლს დატოვებს. გოგონა ჩაფიქრებულია და გონებით შორს არის წასული, „ცხვირში კი მტვრიანი კრეტონის სული უღიტინებს“. დედა და მისი უფროსი ძმა ერნესტი გარდაიცვალნენ. ჰარი კი, რომელიც ტაძრების მოპირკეთებაზე მუშაობს, სულ გზაზეა გაკრული. გოგონას ეშინია რომ მამა სცემს, ისე როგორც მის ძმებს სცემდა ხოლმე. ამასთანავე ის თავისი სამსახურის ერთგულიცაა. ევილინი მოჯადოვებულია ახალგაზრდა მეზღვაურით, ფრენკით, რომელიც დაპირდა რომ თან წაიყვანდა ბუენოს აირესში. თუმცა ევილინს შინაგანი ხმა ახსენეს დედისთვის გარდაცვალების წინ მიცემულ პირობას, რომ სახლზე იზრუნებდა. ნავსადგურში სადაც ის და ფრენკიი გემს უცდიან, რომლითაც გაემგზავრებიან ევილინს დიდი შინაგანი ბრძოლა აქვს. ვერ გადაუწყვეტია წავიდეს თუ არა მასთან ერთად. მიუხედავად ამისა, გოგონას სახის გამომეტყველებაზე მღელვარება საერთოდ არ ეტყობა.

მსგავსად დუბლინელების სხვა ნოველებისა, როგორიცაა მაგალითად „არაბეთი“, „ევილინშიც“ აღწერილია ე.წ. წრიული მოგზაურობა, სადაც გმირი გადაწყვეტს დაუბრუნდეს იმ საწყის წერტილს საიდანაც მისი მოგზაურობა დაიწყო. მოგზაურობა, რომლის დასასრულიც იმედისგამაცრუებელია.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]