არაბეთი (მოთხრობა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„არაბეთი“
ავტორი ჯეიმზ ჯოისი
ქვეყანა ირლანდია
ენა ინგლისური
ჟანრი მოთხრობა
გამოცემის თარიღი 1914
წინამორბედი შეხვედრა
მომდევნო ევილინი

არაბეთი (ინგლ. Araby) — ჯეიმზ ჯოისის მოთხრობა, რომელიც გამოქვეყნდა 1914 წელს გამოცემულ მოთხრობათა კრებულში დუბლინელები.

მოკლე აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასაწყისიდანვე მკითხველისთვის აშკარა ხდება ნორთ რიჩმონდ სტრიტის მოსახლეობის ერთფეროვანი ცხოვრება. მხოლოდ ბიჭის ფანტაზია აფერადებს მოსაწყენ რუტინას. ბიჭი, ამბავში მოგვითხრობს ერთ-ეღტი ბავშვებისთვის ყველაზე საყვარელი ქუჩის შესახებ, თუმცა მოთხრობაში ყურადღება გამახვილებულია ბიძაზე და მანგანის დაზე.

ერთ ბნელ, წვიმაინ დილას ბიჭი იმ ოთახში შედის სადაც მღვდელი გარდაიცვალა. ოთახში ჩამი—ჩუმი არ ისმოდა და ბიჭს გაუჩნდა სურვილი ყველა სურვილისგან გათავისუფლებულიყო, მან ხელისგულები ერთმანეთს გადააჭდო ისე ძლიერად, რომ აუცახცახდა და თავისდაუნებურად წაიჩურჩულა „ო, სიყვარულო, სიყვარულო.“ სცენის კულმინაციაა, როდესაც ბიჭს მოულოდნელად გამოელაპარაკება მანგანის და. ბიჭი თავიდან დაბნეულია, და არ იცის რა უპასუხოს. მას არც ის ახსოვს რა უპასუხა კითხვაზე, მიდიოდა თუ არა „არაბეთის“ ბაზრობაზე, მას შემდეგ კი რაც შეიტყო რომ გოგო არ მიდიოდა ბიჭი ზრდილობიანად დაჰპირდა, რომ ბაზრობაზე მისთვის რამეს იყიდდა.

ბიჭი მოუთმენლად ელოდა არაბეთის ბაზრობაზე წასვლას და სხვაზე ვერაფერზე ახდენდა კონცენტრაციას. ბაზრობის დღეს, ბიძამისი ჩვეულზე გვიან დაბრუნდა სამსახურიდან ბიჭი კი მას უცდიდა, რომ მისგან წასვლის ნებართვა ეთხოვა. არაბეთის ბაზრობა, სულაც არ აღმოჩნდა ისეთი როგორიც ბიჭს წარმოედგინა. ბევრი დახლი დაკეტილიც დახვდა და ერთადერთი ხმა, რომელიც ისმოდა, იყო ხურდების ჩხრიალის ხმა, მაშინ როცა თავის ფულს ითვლიდა კაცი. გამყიდველი ქალიც გამოელაპარაკა მას, როგორც პოტენციურ მყიდველს. ბიჭი კი სრულიად მარტო იყო არაბეთის ბაზრობაზე, მისი წარმოდგენა ამ ადგილზე სრულიად განადგურებული იყო, ისევე როგორც მანგანის დაზე და საერთოდ სიყვარულზე.

თემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„არაბეთი“ მრავალ თემას აერთიანებს:

  • მოწიფულობის ასაკი
  • გატეხილი პირობა
  • ცხოვრებაში სიღარიბისადმი შინაგანი წინააღმდეგობა (როგორც გონებრივი ისე ფიზიკური)
  • გაიდიალების შედეგები
  • კათოლიკური ეკლესიის გავლენა დუბლინზე, პატარა ქალაქზე, სადაც სურვილები და გრძნობები უზნეობად ითვლება.[1]
  • ტკივილი, რომელსაც მოულოდნელი სიყვარული იწვევს.
  • დეპრესია

რომანტიკული ელემენტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„არაბეთი“ მოიცავს უამრავ თემას, ძირითადად ჯოისისთვის და კონკრეტულად კი დუბლინელებისთვის დამახასიათებელ უამრავ ელემენტს. ისევე როგორც სხვა მოთხრობებში კრებულილდან, „არაბეთის“ გმირიც მოგზაურობს, თუმცა მისი მოგზაურება უნაყოფოა და ამბის ბოლოს იმ ადგილს უბრუნდება საიდანაც დაიწყო. ევილინი ერთ-ერთი მსგავსი მოთხრობაა დუბლინელებში, სადაც მთავარ გმირს მსგავსი თავგადასავალი აქვს. მთავარი გმირი, ბიჭი, ცხოვრობს დეიდასთან და ბიძასთან ერთად. ბიძა შეიძლება ითქვას, რომ წარმოადგენს თავად ჯეიმზ ჯოისის მამის პროტოტიპს. იმ ზიზღით კი რომელსაც ბიძის მიმართ გამოხატავს მთხრობელი, ავტორი გვიჩვენებს თავის ზიზღს მამის მიმართ და ზოგადად „კარგი“ მშობლების ნაკლებობას.

ეკრანიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1999 წელს, რეჟისორმა დენის კორტნიმ გადაიღო მოკლე სატელევიზიო ფილმი „არაბეთი“, სადაც თამაშობდა ჯოჟეფ ბერმანი.[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Coulthard, A.R. "Joyce's Araby." Explicator 52.2 (1994): 97. Academic Search Premier. Web. 23 Aug. 2012.
  2. Alan Warren Friedman. Party pieces: oral storytelling and social performance in Joyce and Beckett. Syracuse University Press, 2007. ციტირების თარიღი: 2011-03-17.