ედუარდ ჰარტმანი
კარლ რობერტ ედუარდ ფონ ჰარტმანი (გერმ. Karl Robert Eduard von Hartmann) (დ. 23 თებერვალი, 1842, ბერლინი ― გ. 5 ივნისი, 1906, გროსლიხტერფელდე) — გერმანელი ფილოსოფოს-იდეალისტი, ირაციონალისტი. მთავარ შრომაში "არაცნობიერის ფილოსოფია" (1869) ამტკიცებს, რომ პირველადია არაცნობიერი სულიერი საწყისი, რომელიც მთელი სინამდვილის ერთიანობას განსაზღვრავს, ხოლო სამყაროში მიმდინარე აღმავლითი პროცესები განსაზღვრულია არაცნობიერი საწყისით, ნებით. ამ თვალსაზრისის საფუძველზე უარყოფილია მატერიალიზმი და დიალექტიკა. ა. შოპენჰაუერის პესიმიზმის გავლენით ჰარტმანი ეთიკაში უარყოფდა ბედნიერების როგორც მიწიერ, ისე რელიგიურ გაგებას, აგრეთვე ბედნიერების, სიკეთის განხორციელებისაგან მიმართულ სოციალურ პროცესს. ევოლუციის საბოლოო შედეგი, მისი აზრით, სამყაროს აუცილებელი მოსპობაა, რადგან, როდესაც არაცნობიერი ამაღლდება ცნობიერების დროზე და თავისი შექმნილის შემეცნებას დაიწყება, მას შეაფასებს როგორც უმიზნო, უგონოსა და მოსპობის ღირსს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჭელიძე მ., ჰეგელის დიალექტიკის კრიტიკის ძირითადი თავისებურებანი ბურჟუაზიულ ფილოსოფიაში, თბ., 1966;
- Кюльпе О., Современная философия в Германии, М., 1903;
- ჭელიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 605.