შინაარსზე გადასვლა

ედუარდ გუფელდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ედუარდ გუფელდი
ქვეყანა (სპორტი) აშშ ან სსრკ
დაბადების თარიღი 19 მარტი, 1936(1936-03-19)[1]
დაბადების ადგილი კიევი
გარდაცვალების თარიღი 23 სექტემბერი, 2002(2002-09-23)[1] (66 წლის)
გარდაცვალების ადგილი ლოს-ანჯელესი
წოდება დიდოსტატი, საერთაშორისო დიდოსტატი და სსრკ-ის სპორტის ოსტატი ჭადრაკში
ჯილდოები და პრემიები მედალი „შრომითი წარჩინებისათვის“ და სსრკ-ის დამსახურებული მწვრთნელი

ედუარდ ეფიმის ძე გუფელდი (დ. 19 მარტი, 1936, კიევი, — გ. 23 სექტემბერი, 2002, ლოს-ანჟელესი) — მოჭადრაკე, ლიტერატორი. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1958), საერთაშაშორისო ოსტატი (1964), საერთაშორისო დიდოსტატი (1967). საქართველოს (1977) და საბჭოთა კავშირის (1980) დამსახურებული მწვრთნელი.

დაამთავრა ჩერკასის პედაგოგიური ინსტიტუტი. 1973-1988 წლებში ცხოვრობდა თბილისში. იყო მაია ჩიბურდანიძის მწვრთნელი და კონსულტანტი, ფიდეს ორი კომისიის თავმჯდომარე. სსრკ ჩემპიონატის 8 ფინალის, 2 პირველი ლიგის, 33 საერთაშაშორისო ტურნირის მონაწილე. ორგზის (1961, 1962) სტუდენტთა მსოფლიო ჩემპიონი (გუნდურ ჩათვლაში). საჭადრაკო ჟურნალისტთა საერთაშაშორისო ასოციაციის (აიპე) წევრი (1982). 1995 წლიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა. ავტორია მრავალი საჭადრაკო წიგნისა.

  • მაია, თბ., 1981 (თანაავტ. ა. ერემიანი);
  • ჭადრაკში დახელოვნების სკოლა, თბ., 1982.
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.