შინაარსზე გადასვლა

ეგბერტი (უესექსი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეგბერტის გამოსახულება XIII საუკუნის „ინგლისის მეფეთა გენეალოგიური ქრონიკიდან“

ეგბერტი (ძვ. ინგლ. Ecgberht, Ecgbryht, ინგლ. Egbert; დ. 769 — გ. 839) — უესექსის მეფე 802–839 წლებში. მან იმდენად ძლიერი სამეფო შექმნა, რომ პრაქტიკულად მიაღწია ინგლისის პოლიტიკურ გაერთიანებას (X საუკუნის შუა ხანებში).

იყო კენტის მეფე ელმუნდის (784) ვაჟი და იმ ოჯახის წარმომადგენელი, რომელიც ადრე ფლობდა დასავლეთ საქსონთა (უესექსის) სამეფოს. 789 წელს ეგბერტი ევროპის კონტინენტზე გააძევეს დასავლეთ საქსონთა მეფე ბეორტრიკმა და მისმა მოკავშირემ, მერსიის მეფე ოფამ. ამის მიუხედავად, ეგბერტმა მოახერხა და 802 წელს, ბეორტრიკის გარდაცვალების შემდეგ, ტახტზე ავიდა. მან დაუყოვნებლივ გამოიყვანა უესექსი მერსიის კონფედერაციიდან და გაიმყარა თავისი ძალაუფლება, როგორც დამოუკიდებელმა მმართველმა.[1]

825 წელს მან ელენდუნის ბრძოლაში დაამარცხა მერსიის მეფე ბეორნვულფი, რითაც მოსპო მერსიის ჰეგემონია და უესექსი ინგლისის სამეფოებს შორის ყველაზე ძლიერად აქცია. ისტორიული მემკვიდრეობითი პრეტენზიების საფუძველზე მიიღო კენტის, სასექსის, სარისა და ესექსის მიწები. 829 წელს დაიპყრო თავად მერსიაც, მაგრამ მომდევნო წელს იგი მეფე ვიგლაფმა დაიბრუნა. სიკვდილამდე ერთი წლით ადრე ეგბერტმა საოცარი გამარჯვება მოიპოვა დანიელთა და კორნუოლელელთა არმიაზე ჰინგსტონ-დაუნთან (ახლანდ. კორნუოლში).[1] ეგბერტის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა მისი ვაჟი ეთელვულფი.

  • Ashley, Maurice (1961). Great Britain to 1688: A Modern History. The University of Michigan Press. 
  • Hindley, Geoffrey (2006). The Anglo-Saxons. Robinson. 
  • Hodgkin, R.H. (1935). A History of the Anglo-Saxons. Oxford University Press. 
  • Humble, Richard (1980). The Saxon Kings. Weidenfeld and Nicolson. 
  • Nelson, Janet L. (2004). „Æthelwulf (d. 858), king of the West Saxons“. Oxford Dictionary of National Biography. Oxford University Press. doi:10.1093/ref:odnb/8921.
  1. 1 2 Egbert. Encyclopedia Britannica. ციტირების თარიღი: 2026-04-02