დუპუიტრენის კოტნრაქტურა
დუპუიტრენის კოტნრაქტურა — დუპუიტრენის კოტნრაქტურა არის ხელის მტევნის დეფორმაცია, რომელიც ყალიბდება ნელ-ნელა, წლების განმავლობაში. დუპუიტრენის კონტრაქტურა აზიანებს ქსოვილის ფენას, რომელიც მდებარეობს ხელის გულზე კანქვეშ. წარმოიქმნება ქსოვილოვანი კვანძები კანქვეშ, რის შედეგადაც ფორმირდება სქელი კვანძი, რომელიც ქაჩავს ერთ ან მეტ თითს თავისკენ. პროცესის შედეგად თითი მოხრილ მდგომარეობაში გადადის. კონტრაქტურის განვითარების შემდგომ, თითის ბოლომდე გაშლა შეუძლებელია, რაც იწვევს სირთულეებს ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგალითდ: ჯიბეში ხელის ჩაყოფას, ხელთათმანის გაკეტებას ან ხელის ჩამორთმევას.
დუპუიტრენის კონტრაქტურა ყველაზე ხშირად არათითს და ნეკა თითს აზიანებს. დაავადება ძირითადად ჩრდილოევროპელ მოხუც მამაკაცებში გვხვდება. დუპუტრიენის კონტრაქტურის ჩამოყალიბების შესაფერხებლად და სიმპტომების შესამსუბუქებლად ბევრი სამკურნალო მეთოდი არსებობს.[1]
სიმპტომები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დუპუიტრენის კონტრაქტურა, როგორც წესი, ყალიბდება ნელ-ნელა, წლების განმავლობაში. თუმცა, ზოგჯერ, მისი განვითრება კვირების ან თვეების განმავლობაში ხდება. რიგ პაციენტებში დაავადება მუდმივად, სტაბილურად პროგრესირებს, დანარჩენებში კი პროცესი იწყება და გარკვეულ ეტაპზე ჩერდება. დუპუიტრენის კონტრაქტურის ადრეულ ეტაპებზე ხდება კანის შესქელება ხელისგულზე. პროცესის პროგრესირებასთან ერთად, ხელისგულს ეძლევა შეჭმუხნულის შესაედაობა. ყალიბდება ქსოვილის მკვრივი გროვა ხელისგულზე. ეს გროვა შესაძლოა იყოს მგრძნობიარე შეხებისას, თუმცა იშვიათადაა მტკივნეული.
დუპუიტრენის კონტრაქტურის გვიანდელ ეტაპებზე, ქსოვილის კვანზები კანქვეშ შესაძლოა დაგრძელდეს და გადაიჭიმოს თითებამდე. კვანძების გამკვრივება იწვევს თითების გამოქაჩვას ხელისგულისკენ.
არათითი და ნეკა თითი ყველაზე ხშირად ზიანდება, თუმცა შესაძლოა ჩართული იყოს შუა თითიც. საჩვენებელი და ცერა თითი იშვიათადაა დაზიანებული. დუპუიტრენის კონტრაქტურა შესაძლაო განვითარდეს ორივე ხელზე, თუმცა, როგორც წესი, ერთი მტევანი უფრო მძიმედაა ჩართული, ვიდრე მეორე.[2]
გამომწვევი მიზეზები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დამაკავშირებელი ქსოვილის პათოლოგიური პროცესი;
- ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;
- მოწევა – დამოუკიდებელი ფაქტორი, რომელიც აჩქარებს აღნიშნული დაავადების განვითარებას;
- შაქრიანი დიაბეტი;
- ალკოჰოლზე დამოკიდებულება;
- მემკვიდრეობითი ფაქტორი.[3]
მკურნალობის მეთოდები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფიზიოთერაპია;
- სპეციალური ვარჯიშები ხელის გულისთვის;
- ლონგეტური სახვევების ტარება;
- ულტრა-ბგერით მკურნალობა;
- კორტიკოსტეროიდული პრეპარატების ინექცია;
- მასაჟი;
- ჰორმონალური თერაპია;
- თბილი აბაზანები;
- ქირურგიული ჩარევა;
- ნემსების აპონეიროტომია.[4]