დეფორმაცია
დეფორმაცია (ლათ. deformatio — „დამახინჯება“) — მყარი სხეულის წერტილების ურთიერთგანლაგების შეცვლა გარეშე ძალების ზემოქმედებით, რომლის დროსაც იცვლება მანძილი მათ შორის. დეფორმაციის დროს ატომებს შორის იცვლება მანძილები და ურთიერთქმედების ძალები, რის გამოც მყარ სხეულებში აღიძვრება დრეკადობის ძაბვები. მყარი სხეულის დეფორმაცია განსაზღვრულია, თუ ცნობილია მისი ყველა წერტილის წანაცვლების ვექტორი.
დეფორმაციას უწოდებენ დრეკადს, თუ ის ქრება დატვირთვის მოხსნის შემდეგ, ხოლო პლასტიკურს, თუ ის მთლიანად არ ქრება. დეფორმაციის ყველაზე გავრცელებული სახეებია: აბსოლუტური, არადრეკადი, არაერგვაროვანი, არათანაბარი, არამონოტონური, აქტიული, ახლეჩა, ბრტყელი, განივი, გაჭიმვის, გრეხის, გრძივი, დასაშვები, დრეკადი, დრეკად-პლასტიკური, ერთგვაროვანი, ზღვრული, თავმოყრილი, თანაბარი, თბილი, თელვის, თერმოპლასტიკური, ინტეგრალური, კრიტიკული, კუთხური, კუმშვის, ლიუდერსის, ლიუდერს-ჩერნოვის, ლოგარითმული, მარტივი, მთავარი, მონოტონური, მოცულობითი, ნარჩენი, ნორმალური, სამგანზომილებიანი, ორგანზომილებიანი, სასრული, ტემპერატურული, ოქტაედრული, ტენიანობის, პლასტიკური, ფარდობითი, ღერძსიმეტრიული, ღუნვის, შეკავებული-დრეკადი, შეკლების, შეუქცევადი, ცივი, ცოცვადობის, ცხელი, ძვრის, წრთობის, წრფივი, ჭეშმარიტი, ჭრის, ჯდენისა და სხვა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ხმელიძე თ., გურგენიძე დ., კლიმიაშვილი ლ., ხმელიძე კ., „სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი“, ტ. II, თბილისი: „ტექნიკური უნივერსიტეტი“, 2019. — გვ. 93, ISBN 978-9941-28-496-0.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 488.
- Седов Л. И., Введение в механику сплошной среды, М., 1962.