დულუზაურების მთავარანგელოზთა ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დულუზაურების მთავარანგელოზთა ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დულუზაურების სამხრეთ-დასავლეთით, მთის ფერდობზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია კამარა და კონქი, კედლები დააახლოებით 2 მეტრ სიმაღლეზეა შემორჩენილი. შესასვლელი დასავლეთ კედელშია. ღრმა, ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე განიერი თაღოვანი სარკმელია. სხვა სარკმელების კვალი არ ჩანს. მოგვიანებით ეკლესიის დარბაზი განივი კედლით ორ ნაწილად გაუყვიათ, რომელშიც სამი თაღოვანი გასასვლელია მოწყობილი. ეკლესიასთან ახლოს, მისგან სამხრეთ-აღმოსავლეთით, XX საუკუნეში აგებული აგურის ოთხწახნაგა სამრეკლო დგას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]