დრუპჩენი
იერსახე
დრუპჩენი (ტიბ: སྒྲུབ་ཆེན་ ვაილი: sgrub chen - „დიდი შესრულება“) — მედიტაციური პრაქტიკა ტიბეტურ ბუდიზმში, რომელიც დაახლოებით 10 დღე გრძელდება. მასში ერთვება ბევრი საერო და სასულიერო პირი, რომელთაც მინიმუმ ერთი ლამა ხელმძღვანელობს. ითვლება ძალიან ძლიერ პრაქტიკად მსოფლიო, პიროვნული და საზოგადო მშვიდობისთვის.
პრაქტიკისას, პრაქტიკოსები კითხულობენ მანტრებს, აკეთებენ ტორმებს, ქმნიან დიდი ზომის ქვიშის თანგკებს.