დრონტისებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დრონტისებრნი
Dodo 1.JPG
დოდო (Raphus cucullatus)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ფრინველები
რიგი: მტრედისნაირნი
ოჯახი: მტრედისებრნი
ქვეოჯახი: დრონტისებრნი
ლათინური სახელი
Raphidae (Wetmore, 1930)

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში

ITIS 177060
NCBI 187131
EOL 7977
FW 92330

დრონტისებრნი (ლათ. Raphidae) — ფრინველების ქვეოჯახი მტრედისნაირთა რიგისა. ამოწყდა XVII-XVIII საუკუნეებში. დრონტისებრნი ბატის ზომისა იყვნენ, წონა 20 კგ აღწევდა. ჰქონდათ მასიური ნისკარტი და განუვითარებელი ფრთები. ცხოვრობდნენ მასკარების კუნძულებზე, სადაც ძლიერი მტერი არ ჰყავდათ, ამიტომ თანდათან დაკარგეს თავდაცვის უნარი და შემდეგ კოლონისტების მიერ შემოყვანილმა ღორებმა ადვილად გაანადგურეს ისინი. ცნობილია 3 სახეობა: დოდო — გავრცელებული იყო მავრიკის კუნძულებზე; მეუდაბნოე — კუნძულ როდრიგესზე; თეთრი დოდო — კუნძულ რეუნიონზე. დრონტისებრნი ბინადრობდნენ მიწაზე, სადაც სეზონის განმავლობაში დებდნენ თითო თეთრ კვერცხს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]