შინაარსზე გადასვლა

დორინ რეჩანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დორინ რეჩანი
რუმ. Dorin Recean
დაბადების თარიღი 17 მარტი, 1974(1974-03-17) (52 წლის)
დაბადების ადგილი დონდუშენი, მოლდავეთის სსრ
მოქალაქეობა  მოლდოვა
 რუმინეთი[1]
განათლება მოლდოვის ეკონომიკური განათლების აკადემია და Newport International University
ეროვნება რუმინელები[1]
ჯილდოები Order of Labour, 1st class და მთავარ იაროსლავ ბრძენის I ხარისხის ორდენი[2]

დორინ რეჩანი (რუმ. Dorin Recean; დ. 17 მარტი 1974, დონდუშენი, მოლდავეთის სსრ, სსრკ) — მოლდოველი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე. მოლდოვის პრეზიდენტის მრჩეველი თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მოლდოვის რესპუბლიკის უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივანი 2022 წლის 7 თებერვლიდან.

დაიბადა 1974 წლის 17 მარტს დონდუშენში.[3] 1996 წელს დაასრულა მოლდოვის ეკონომიკური განათლების აკადემია და გახდა საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის ბაკალავრი.[4] 2000 წელს მან მიიღო მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში ნიუპორტის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბელგიის ფილიალში.[4]

რეჩანი მხარს უჭერს მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებას და დასავლეთთან მჭიდრო კავშირებს.[5]

2023 წლის თებერვალში მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ რეჩანი მოლდოვის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარადგინა, ნატალია გავრილიცას გადადგომის შემდეგ.[6]

დაოჯახებულია და ჰყავს ორი შვილი.[4]

  1. 1 2 https://www.euronews.ro/articole/dorin-recean-rusia-isi-extinde-razboiul-hibrid-si-in-romania-si-in-alte-tari-ue-m
  2. ↑ https://www.president.gov.ua/documents/6172025-56341
  3. ↑ Deputy Minister. Ministry of Information Technology and Communications. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 აპრილი 2012. ციტირების თარიღი: 14 April 2013
  4. 1 2 3 Dorin Recean, Minister of Internal Affairs. Government of the Republic of Moldova. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 November 2012. ციტირების თარიღი: 14 April 2013
  5. ↑ „Pro-Western Recean set to succeed Moldova’s PM who resigned“. Associated Press. ციტირების თარიღი: 10 February 2023.
  6. ↑ „მაია სანდუმ მოლდოვის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დორინ რეჩანი წარადგინა“. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 10 February 2023.