დონის როსტოვის ხარების ბერძნული ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დონის როსტოვის ხარების ბერძნული ეკლესია

ეკლესია 1910 წელს

დონის როსტოვის ხარების ბერძნული ეკლესია — რუსეთი
დონის როსტოვის ხარების ბერძნული ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა დონის როსტოვი
ფუნქციური სტატუსი დაკარგული
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ი. ზლობინი
ხუროთმოძღვრული სტილი ნეოკლასიციზმი
თარიღდება 1907-1909

დონის როსტოვის ხარების ბერძნული ეკლესია (რუს. Благовещенская греческая церковь) — ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია დონის როსტოვში. აგებულია 1909 წელს. საბჭოთა მმართველობის პერიოდში ეკლესია დაანგრიეს, ხოლო მის საძირკველზე ააგეს თოჯინების თეატრი[1]. ახალი ხარების ბერძნული ეკლესია ააშენეს 2014 წელს[2].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხარების ბერძნული ეკლესია ააგეს დონის როსტოვში XX საუკუნის დასაწყისში[1]. ეკლესია მდებარეობს ტკაჩიოვის ქუჩისა (ამჟამად უნივერსიტეტის ქუჩა) და მცირე სადოვაიის ქუჩის (ამჟამად სუვოროვის ქუჩა) გადაკვეთაზე, ტერიტორიაზე, რომელიც ეკუთვნოდა საბერძნეთის საქველოქმედო საზოგადოებას. ეკლესიის სამშენებლო სახსრები გაიღეს ქალაქში მცხოვრებმა ბერძნებმა[3]. ყველაზე მეტი ფინანსები გაიღო თამბაქოს ფაბრიკის მფლობელმა ახილეს ასლანიდმა[4]. ეკლესიის მშენებლობა დაიწყო 1907 წელს[5] და დასრულდა 1909 წელს[1].

ტაძრის პროექტის ავტორი იყო არქიტექტორი ი. ზლობინი. მშენებლობა ჩატარდა ქალაქის არქიტექტორის გ. ვასილევის ხელმძღვანელობით. ეკლესიის შიდა მოხატულობა შეასრულა ე. ჩერეპახინმა. ეკლესია ააგეს ნეოკლასიციზმის სტილში. მისი ზომები იყო 40,5×21 მ. მთავარ შესასვლელის თავზე 30-მეტრიანი სამრეკლო დააშენეს. ეკლესიასთან მოქმედებდა ბიბლიოთეკა ბერძნული წიგნებით[1]. 1913-1914 წლებში ეკლესიის წინამძღვარი იყო მღვდელი პარისის სავა[6].

1930-იან წლებში ეკლესია დახურეს და ბავშვთა ტექნიკურ სადგურად გადააკეთეს[7]. გერმანელთა მიერ ქალაქის ოკუპაციის შემდეგ იგი კვლავ გაიხსნა. 1942 წლის 6 ნოემბერს ხარების ეკლესიასთან გაიმართა რუმინული ჯარების აღლუმი, რომელიც ეძღვნებოდა რუმინეთის მეფის მიჰაი I-ის დაბადების დღეს. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ გერმანელი ოფიცრები. აღლუმი დასრულდა ხარების ეკლესიაში საზეიმო წირვა-ლოცვით[1].

1959 წელს ეკლესია საბოლოოდ დახურეს. შენობა გადაეცა მეზობელ № 7 სკოლას. ყოფილ ეკლესიაში განათავსეს სპორტდარბაზი და სასწავლო-საწარმოო სახელოსნო[7]. ლიკვიდაციის პერიოდში ეკლესია იყო უდიდესი ქალაქში. 1964 წელს ეკლესია საბოლოოდ დაანგრიეს, ხოლო მის ფუნდამენტზე ააგეს როსტოვის თოჯინების სახელმწიფო თეატრი[1]. სწორედ ამის გამო ნაწილობრივ შემონახულია ძველი ეკლესიის კედლები[5].

ახალი ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხარების ახალი ეკლესია
თოჯინების თეატრის შენობა

პერესტროიკის შემდეგ დონის როსტოვში დაიწყო საუბარი ხარების ეკლესიის შესაძლო აღდგენაზე და თოჯინების თეატრის სხვაგან გადატანაზე. თუმცა ამ იდეას ბევრი მხარდამჭრი არ გამოსჩენია. ამიტომ გადაწყვიტეს ახლოსვე აეგოთ სხვა ტაძარი[8]. 2003 წელს ეკლესიის ასაშენებლად გამოყვეს 0,21 ჰა მიწის ნაკვეთი[3]. თავდაპირველად სურდათ აეშენებინათ იგივე პროექტის ეკლესია[8]. მოგვიანებით გადაწყვიტეს აეშენებინათ სრულიად სხვა პროექტის ეკლესია ნეობიზანტიურ სტილში. პროექტის ავტორი იყო არქიტექტორი გ. ა. შევჩენკო[3].

ეკლესიას საზეიმოდ ჩაუყარეს საფუძველი 2007 წლის 22 სექტემბერს[3]. 2012 წელს ძველი ეკლესიის მახლობლად ააშენეს დროებითი ეკლესია, სადაც აღევლინებოდა ღვთისმსახურება მშენებლობის დასრულებამდე[9].

როსტოვის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში შენახულია დაფა, რომელზეც წარწერაა: „ქვა ჩაიდო ხარების ეკლესიის სახელით“. იგეგმება ამ დაფის გადაცემა ეკლესიისათვის მას შემდეგ რაც იგი გაიხსნება[5].

2014 წელს დასრულდა სამუშაოების ძირითადი ნაწილი. ამავე წლის 12 ოქტომბერს ეკლესიაზე დაკიდეს ხის ჯვარი, რომელიც სპეციალურად დაამზადეს ათონის წმინდა მთის ბერებმა. 2015 წლის იანვრიდან ეკლესიაში რეგულარულად მიმდინარეობს ღვთისმსახურება.

ეკლესია ასევე აფინანსებს ადგილობრივ ჩვილ ბავშვთა სახლს[2].

თეატრის გადატანის სკანდალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყოფილი ეკლესიის შენობაზე პრეტენზიას აცხადებდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია. აღნიშნულმა პრეტენზიებმა ადგილობრივ საზოგადოებას შორის ნეგატიური რეაქცია გამოიწვია[10][11]. კრიტიკის საპასუხოდ, როსტოვის ეპარქიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თეატრი კვლავაც განაგრძობს მის შენობაში არსებობას სანამ არ იქნება გადაწყვეტილი საკითხი შესაფერის შენობაში მის გადატანასთან დაკავშირებით[12].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 Малаховский Е. И. Храмы и культовые сооружения Ростова-на-Дону. — Ростов-на-Дону: Издательство «NB», 2006. — С. 72—73. — ISBN 5-98155-014-7.
  2. 2.0 2.1 Благовещенский греческий храм | Центральное благочиние г. Ростова-на-Дону. cbrostov.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-01-20. ციტირების თარიღი: 2017-01-12.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Благовещенский греческий храм г. Ростова-на-Дону. rostoveparhia.ru. ციტირების თარიღი: 2013-08-30.
  4. Храм Благовещения Пресвятой Богородицы. greeks-on-don.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-30. ციტირების თარიღი: 2013-08-30.
  5. 5.0 5.1 5.2 Ростов-на-Дону. Возле Донской публичной библиотеке будет построена греческая православная церковь. Новая газета (2007-10-14). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-09-12. ციტირების თარიღი: 2013-08-30.
  6. «Православие в душе». rostovgreek.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-30. ციტირების თარიღი: 2013-08-30.
  7. 7.0 7.1 Греческая Благовещенская церковь. rostov.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-22. ციტირების თარიღი: 2013-08-30.
  8. 8.0 8.1 В Ростове-на-Дону будет воссоздана греческая церковь. pravoslavie.ru. ციტირების თარიღი: 2013-08-30.
  9. Греческая диаспора Дона. nnao.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-01-13. ციტირების თარიღი: 2013-08-30.
  10. leon_rumata. (2016-03-17) КАК ЦЕРКОВЬ у детей ТЕАТР ОТБИРАЕТ. Время собирать камни.... ციტირების თარიღი: 2017-01-12.
  11. „В Ростове Церковь всё-таки хочет забрать Театр кукол, шансов у театра нет“. Большой Ростов (რუსული). ციტირების თარიღი: 2017-01-12.
  12. „В Ростовской-на-Дону епархии прокомментировали ситуацию вокруг здания Благовещенской церкви, где ныне находится театр кукол“. Православие.RU. ციტირების თარიღი: 2017-01-12.