როსტოვის თოჯინების სახელმწიფო თეატრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

როსტოვის თოჯინების სახელმწიფო თეატრი (რუს. Ростовский государственный театр кукол) — თოჯინების თეატრი დონის როსტოვში. დაარსებულია 1935 წელს.

თეატრის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როსტოვის თოჯინების სახელმწიფო თეატრი ერთ-ერთი უძველესია ქვეყანაში. მათი ისტორია იწყება თოჯინების თეატრის მსახიობებით, რომლებიც ბავშვებისთვის კონცერტებს მართავდნენ ჯერ კიდვ XX საუკუნის 20-იანი წლებისთვის. მათ რიგებში შედიოდნენ: მ. კუშარენკო, ნ. სმირნოვა, ა. დორა და სხვ. ისინი თამაშობდნენ ისე წარმატებულად, შთამაგონებლად და ტალანტურად, რომ აზოვ-შავი ზღვის მხარის კომკავშირმა გადაწყვიტა მათ ბაზაზე დაეარსებინათ თოჯინების თეატრი. პირველი მაყურებლები თეატრმა 1935 წელს მიიღო. მათ სპექტაკლებზე დადიოდა დონის როსტოვის სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები. უკვე დიდებს შვილები და შვილიშვილები დაჰყავდათ თავიანთი ბავშვობის თეატრში.

სხვადასხვა დროს თეატრს ხელმძღვანელობდნენ ცნობილი რეჟისორები: ბორის სახნოვსკი - კონსტანტინ სტანისლავსკის მოსწავლე და ლეონიდ სტელმახოვიჩი - ვსევოლოდ მეიერჰოლდის მოსწავლე.

35 წლის განმავლობაში თეატრის მხტვრული ხელმძღვანელი იყო ს. ობრაზცოვას მოსწავლე ვლადიმირ ბილკოვი.

თეატრის არსებობის პერიოდში დაიდგა ხუთი ათასზე მეტი სპექტაკლი[1].

თეატრის გამოსახლების ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეატრის ამჟამინდელი შენობა ააშენეს1960-იანი წლების შუა ხანებში ყოფილი ბერძნული ეკლესიის ადგილზე. ახალი თეატრის შენობი აგება დაიწყეს ეკლესიის ფუნდამენტზე და ნაწილობრივ გამოიყენეს დანგრეული ეკლესიის შემორჩენილი კედელიც[2]. თოჯინების თეატრის შენობიდან გამოსახლების იდეამ პირველად გაიჟღერა 2000-იანი წლების დასაწყისში. ამ იდესი დაბადება განაპირობა იმან, რომ თეატრი მდებარეობდა ყოფილი ეკლესიის ადგილზე[1]. მოგვიანებით ქალაქის ხელისუფლებამ გამოჰყო ადგილი ეკლესიის მშენებლობისათვის საჯარო ბიბლიოთეკის ახლოს[1], თუმცა ეპარქიამ მიმართა საოლქო ხელისუფლებას, რათა დაებრუნებინათ შენობა[1].

2014 წლის მაისში საგამომცემლო სახლმა „Крестьянин-მა“ მოაგროვა ხელმოწერები რათა არ დაეშვათ როსტოვის თოჯინების სახელმწიფო თეატრის გამოსახლება შენობიდან, რომელზეც პრეტენზიას აცხადებდა ეპარქია[3].

2016 წლის დასაწყისში გუბერნატორის მოადგილემ ს. ბონდარევმა განაცხადა, რომ შენობა გადაეცემოდა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, ხოლო თეატრი არაუგვიანეს 2019 წლის 30 ოქტომბრისა უნდა გადავიდეს წითელარმიელთა ქუჩაზე მდებარე შენობაში[4].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]