მიჰაი I

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მიჰაი I
მიჰაი I
რუმინეთის მე-3 მეფე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 ივლისი, 1927 – 8 ივნისი, 1930
წინამორბედიფერდინანდ I
მემკვიდრეკაროლ II

რუმინეთის მე-5 მეფე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
6 სექტემბერი, 1940 – 30 დეკემბერი, 1947
წინამორბედიკაროლ II
მემკვიდრეთანამდებობა გაუქმდა

დაბადებული25 ოქტომბერი, 1921 (1921-10-25) (98 წლის)
სინაია, რუმინეთი
გარდაცვლილი5 დეკემბერი, 2017
მამაკაროლ II
დედაელენა
მეუღლეანა

მიჰაი I (რუმ. Mihai I; დ. 25 ოქტომბერი, 1921, სინაია, რუმინეთი — გ. 5 დეკემბერი, 2017) — რუმინეთის მეფე 1927–1930 და 1940–1947 წლებში. მიეკუთვნება ჰოენცოლერნ-ზიგმარინგენების გერმანულ კათოლიკურ დინასტიას (პრუსიის მმართველ პროტესტანტი ჰოენცოლერნების მონათესავე დინასტია). კაროლ II-ისა და ელენას შვილი.

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიჰაი I რუმინეთის მეფის ტახტზე ორჯერ ავიდა. პირველად 1927–1930 წლებში, მეორედ კი 1940–1947 წლებში. 1944 წელს მონარქმა მხარი დაუჭირა მოკავშირეებს და ომი გამოუცხადა ნაცისტურ გერმანიას. სამი წლის შემდეგ რუმინეთის კომუნისტმა ლიდერებმა მიჰაი აიძულეს ტახტიდან გადამდგარიყო. ის შვეიცარიაში გადაასახლეს და სამშობლოში შესვლა აუკრძალეს. მონარქმა რუმინეთის მოქალაქეობა მხოლოდ 1997 წელს დაიბრუნა.

გარდაცვალება და დაკრძალვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუმინეთის უკანასკნელი მონარქი 96 წლის ასაკში შვეიცარიაში 2017 წლის 5 დეკემბერს გარდაიცვალა.

რუმინეთის ყოფილი მონარქი მიჰაი I სამეფო წესით დაკრძალეს. სამგლოვიარო პროცესია 16 დეკემბერს ბუქარესტში გაიმართა, თუმცა მეფე დედაქალაქში არ დაუკრძალავთ. მიჰაის ცხედარი მატარებლით რუმინეთის ცენტრალურ ქალაქ კურტია-დე-არჯეშში წაიღეს და მეუღლის, დედოფალ ანა დე ბურბონ-პარმეს გვერდით დაასვენეს.

პროცესიას ბუქარესტში პრინცი ჩარლზი, ესპანეთის ყოფილი მეფე ხუან-კარლოსი და დედოფალი სოფია, შვედეთის მეფე კარლ XVI და დედოფალი სილვია, ბელგიის პრინცესა ასტრიდი და ევროპული სამეფო ოჯახების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ, მათ შორის მიჰაი I-ის ოჯახის წევრებიც, 5 ქალიშვილი და 1 შვილიშვილი. სამეფო დაკრძალვაზე დასასწრებად ბუქარესტის ქუჩებში ათიათასობით რუმინელიც გამოვიდა.[1].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]