დონის როსტოვის ყველაწმინდის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დონის როსტოვის ყველაწმინდის ეკლესია

სასაფლაო და ეკლესია XX საუკუნის დასაწყისში

დონის როსტოვის ყველაწმინდის ეკლესია — რუსეთი
დონის როსტოვის ყველაწმინდის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა დონის როსტოვი
ფუნქციური სტატუსი დანგრეული
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1864-1868

დონის როსტოვის ყველაწმინდის ეკლესია (რუს. Церковь Всех Святых) — 1960-იან წლებში დანგრეული ტაძარი დონის როსტოვში. ეკლესია აღმართეს 1868 წელს. დაანგრიეს 1966 წელს და მის ადგილზე ააშენეს სპორტის სასახლე[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1785 წლის 15 დეკემბერს როსტოვის ძველ სასაფლაოზე აიწყეს ხის ყველაწმინდის ეკლესიის მშენებლობა[2]. 1787 წლის 19 მაისს ეკლესია აკურთხა წინამძღვარმა იოანე ანდრეევმა. ეკლესია მდებარეობდა თანამედროვე წითელარმიელთა ქუჩისა და ეკლესიის შესახვევის გადაკვეთაზე. იგი მიწერილი იყო დონის როსტოვის ღვთისმშობლის კვართის ეკლესიაზე[1].

XIX საუკუნის პირველ ნახევარში როსტოვში ააშენეს ახალი სასაფლაო. იგი მდებარეობდა თანამედროვე წითელარმიელთა და ფილიმონოვის ქუჩებს შორის. 1864 წლის 8 სექტემბერს ეკლესიაზე ააგეს ყველაწმინდის ეკლესია. ეკლესიის აღჭურვა მიმდინარეობდა ქალაქისთავის ანდრეი ბაიკოვის ფინანსური მხარდაჭერით[1].

1865 წლის 3 ოქტომბერს, სანამ ახალი ეკლესიის მშენებლობა დასრულებოდა ძველ ეკლესიაში მოხდა ხანძარი[2]. საეკლესიო ჭურჭლის დიდი ნაწილი გადაარჩინეს და გადაიტანეს კაზანის ეკლესიაში, რომელიც მდებარეობდა თანამედროვე სოციალისტური და სერაფიმოვის ქუჩებს შორის. 1868 წელს ახალი ყველაწმინდის ეკლესიის მშენებლობა დასრულდა, რის შემდეგაც იქ Gადაიტანეს ძველი ეკლესიის ხანძრის დროს გადარჩენილი ჭურჭელი. ყველაწმინდის ეკლესია აკურთხეს 1868 წლის 27 ოქტომბერს[1].

ყველაწმინდის ეკლესია საშუალო ზომებისა იყო და შედგებოდა სამი ნავისაგან. ეკლესიის ხუთივე გუმბათი შერულებული იყო ამპირის სტილში[2]. ეკლესიის მთავარი საკურთხეველი აკურთხეს ყველა წმინდანის დღის აღსანიშნავად. მარცეხენა (ჩრდილოეთის) ნავი აკურთხეს წმინდა მოციქულთასწორი მეფის კონსტანტინესა და დედამისის დედოფალ ელენეს სახელზე. მარჯვენა (სამხრეთის) ნავი კი - დიდმოწამე პანტელეიმონის სახელზე[1].

1930-იან წლებში ეკლესია დახურეს და მის შენობაშ განათავსეს ბურთულ-საკისარების ქარხანა. სამრეკლო და მისი ხუთივე გუმბათი მოხსნეს. 1942 წელს ნაცისტური ოკუპაციის პერიოდში ეკლესიაში აღსდგა ღვთისმსახურება. ეკლესიას გაუკეთეს ახალი კამარა, დაადგეს ჯვარი. ეკლესიის ახლოს ჩამოყალიბდა ბაზარი, რომელსაც „ნახალოვკის“ ბაზარს უწოდებდნენ. ოკუპაციის პერიოდში აღდგენილი ტაძარი მოქმედებდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგაც. ეკლესია დახურეს და დაანგრიეს 1966 წელს. დანგრევას წინ უძღოდა ხელმოწერების შეგროვება „ეკლესიის ლიკვიდაციის შესახებ“. ყველაწმინდის ეკლესია გახდა უკანასკნელი ეკლესია დონის როსტოვში[1], რომელიც დაანგრიეს. ეკლესიისა და ქალაქის სასაფლაოს ადგილზე 1967 წელს ააშენეს სპორტის სასახლე[2].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 Малаховский Е. И. Храмы и культовые сооружения Ростова-на-Дону. — Ростов-на-Дону: Издательство «NB», 2006. — С. 58—62. — ISBN 5-98155-014-7.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Е. Малаховский, В.Павлов. (2001-06-08) 45 лет назад в Ростове была уничтожена Всехсвятская церковь. Молот. ციტირების თარიღი: 2013-09-09.