დიყელის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დიყელის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარგალის სამხრეთით, 2 კილომეტრზე. ქართლის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. თარიღდება შუა საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვით. ჩაქცეულია კონქი და კამარა. კედლების მხოლოდ მცირე ნაწილია შემორჩენილი. ნანგრევებში არეულია შირიმის თლილი ქვები. შესასვლელი დასავლეთიდანაა. აღმოსავლეთით შებრტყელებული ნახევარწრის ფორმის აფსიდია, აფსიდის სამხრეთ გვერდში - ოთხკუთხა ღრმა ნიში. დარბაზის გრძივ კედლებზე შირიმის ქვით ნაწყობი თითო ვიწრო და თხელი პილასტრია. კედლების შელესილობა ჩამოცვენილია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]