დიოსკორეასებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიოსკორეასებრნი
Dioscorea balcanica
Dioscorea balcanica
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Dioscoreaceae

დიოსკორეასებრნი (Dioscoreaceae) — ერთლებნიან მცენარეთა ოჯახი. ხვიარაღეროიანი მრავალწლოვანი ბალახებია. აქვთ მსხვილი ფესურა ან გორგლი, მორიგეობით განლაგებული ბადეძარღიანი ფოთლები, თავთავად ან მტევნად შეკრებილი წვრილი ყვავილები.

ოჯახი მოიცავს 10 გვარსა და 650-მდე სახეობას, რომლებიც ძირითადად ტროპიკებსა და სუბტროპიკებშია გავრცელებული. საქართველოში — 2 გვარი და 2 სახეობაა.

განსაკუთრებული სამეურნეო მნიშვნელობა აქვს Dioscorea-ს გვარის სახეობებს. კერძოდ აფხაზეთში ამ გვარის მხოლოდ ერთი ენდემური სახეობაა — Dioscorea caucasica, რომლის ფესვები შეიცავს საპონინს. დიოსკორეასებრნი დეკორატიული მცენარეებია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]